14:34 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-03 15:10:57, 899 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მობილბანკით ინვესტირება კვლავ ყოველგვარი საკომისიოს გარეშეა შესაძლებელი

საერთაშორისო ბირჟაზე ვაჭრობისა და ინვესტიციების შესახებ ცნობიერების ამაღლებისთვის და ახალი საინვესტიციო შესაძლებლობებისთვის „საქართველოს ბანკის“ ინვესტიციების მოდულში აქცია წლის ბოლომდე გრძელდება.

მომხმარებელს კვლავ აქვს შესაძლებლობა, „საქართველოს ბანკის“ მობილბანკის საინვესტიციო მოდულით, 6000-მდე კომპანიის აქციები ტრანზაქციის საკომისიოს გარეშე შეიძინოს. ამ ეტაპზე ასევე გაუქმებულია ყოველთვიური საკომისიო გადასახადიც.

შეთავაზებით სარგებლობა ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია - მათაც, ვინც  საინვესტიციო მოდულს უკვე აქტიურად იყენებს და მათაც,  ვინც მობილბანკით ინვესტირება ახლა დაიწყო.

„საქართველოს ბანკში“ მიზნად ვისახავთ, მომხმარებელს შევთავაზოთ მათ სურვილებსა და საჭიროებებზე მორგებული ინოვაციური საბანკო პროდუქტი. ამისთვის არაერთ ინიციატივას ვახორციელებთ. ერთ-ერთი კი მობილბანკისთვის შექმნილი ინვესტიციების მოდულია. მისი მეშვეობით, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, ივაჭროს უოლ-სტრიტის საფონდო ბირჟაზე, შეიძინოს სხვადასხვა ფასიანი ქაღალდები, განახორციელოს კიდევ უფრო მეტი ტრანზაქცია და გახდეს საერთაშორისო კომპანიის აქციების მფლობელი. დღეს „საქართველოს ბანკის“ ინვესტიციების მოდულს 27 000-მდე ადამიანი იყენებს და ვიმედოვნებთ, მათი რიცხვი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება“, - აღნიშნავენ „საქართველოს ბანკის“ გუნდში.

ინფორმაციისთვის, კამპანიის პირობა არ ვრცელდება Penny Stock-ით ვაჭრობისას, გარდა SOLO/WM კლიენტებისა, რომლებსაც გააქტიურებული აქვთ ანგარიშთა პაკეტი. მათთვის  საინვესტიციო მოდულით სარგებლობისას დაწესებული 3 უფასო ოპერაციის პირობა Penny Stock-ით ვაჭრობის შემთხვევაში კვლავ იმოქმედებს.

ტარიფების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics