18:03 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-03 14:43:55, 731 ნახვა

საზოგადოება
პრემიერის განცხადებით, ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლებისთვის პენსია 1 000 ლარამდე გაიზრდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლებისთვის პენსია იზრდება.

როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, პენსია 560-დან 1 000 ლარამდე გაიზრდება.

„მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ჩვენი პატივცემული ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებისთვის. მივიღეთ გადაწყვეტილება და ყოფილი პოლიციელები, ჯარისკაცები, სპეცსამსახურები, მიიღებენ გაზრდილ პენსიას. იცით, რომ პენსიის მაქსიმალური ზღვარი იყო 560 ლარი და გაიზრდება 1 000 ლარამდე. ასევე საშუალოდ 20%-ით გაიზრდება ნამსახურების თითოეულ წელზე გათვლილი თანხის მოცულობა. მინდა, მადლიერება გამოვხატო ჩვენი ძალოვანი უწყებების მიმართ და ეს იქნება ღირსეული პენსია, რომელიც გვინდა, რომ შემსოავლების მიხედვით ეტაპობრივად გაიზარდოს.

ასევე გვინდა, კიდევ ერთხელ მადლიერება გამოვხატოთ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულთა და მიღებული ჭრილობის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრების მიმართ. მათი კომპენსაცია 1 000 ლარიდან 1 200 ლარამდე გაიზრდება. 2012 წელს იყო ნული ლარი, არავითარი ყურადღება არ ექცეოდათ ამ ადამიანებს. ჩვენ 1 200 ლარს დავუნიშნავთ ყოველთვიურ კომპენსაციას“,- განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics