|
2023-11-03 14:37:20, 780 ნახვა
ეკონომიკა
ცინცაძე - რეგიონისა და ევროპის ქვეყნებთან შედარებით, საქართველომ სწრაფად მოახერხა ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა
ოქტომბრის თვეში ინფლაციამ 0.8% შეადგინა და ფაქტობრივად, ამ წლის აპრილიდან მოყოლებული, ინფლაცია ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ 3%-იან მიზნობრივ ნიშნულს ქვევით ნარჩუნდება. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველომ, რეგიონის და ევროპის ქვეყნებთან შედარებით, საკმაოდ სწრაფად მოახერხა ინფლაციისა და ზოგადად, ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა, რაც განპირობებულია საქართველოს მთავრობის სწორი ეკონომიკური პოლიტიკით და იმ კოორდინაციით, რომელიც ეროვნულ ბანკთან გვაქვს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ინფლაციის მაჩვენებლების შეფასებისას განაცხადა. ცინცაძის თქმით, ოქტომბრის თვეში სამომხმარებლო კალათაში ფასების შემცირება დაფიქსირდა ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტებზე, როგორიც არის სურსათი და მედიკამენტები. „ჩვენი მოლოდინია, რომ ინფლაცია წლის ბოლომდე მიზნობრივ მაჩვენებელზე ქვემოთ დარჩება, ხოლო 2024 წლის განმავლობაში მიზნობრივ მაჩვენებლებთან იქნება მიახლოებული" - განაცხადა ცინცაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)