19:26 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-02 17:39:51, 710 ნახვა

საზოგადოება
მეუფე ნიკოლოზი - არასდროს გაიმეოროთ პატრიარქის გადადგომაზე საუბარი

არასდროს არ გაიმეოროთ მეტი პატრიარქის გადადგომის შესახებ საუბარი. ეს არის, ერთი მხრივ, ძალიან უხერხული და მეორე მხრივ, ამ თემაზე ლაპარაკი არის პირდაპირ შეტევა პატრიარქზე, - ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა წმინდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მეუფე ნიკოლოზის თქმით, სასიხარულოა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, პატრიარქმა სინოდის სხდომა დამოუკიდებლად ჩაატარა.

"არასდროს არ გაიმეოროთ მეტი პატრიარქის გადადგომის შესახებ საუბარი. ეს არის, ერთი მხრივ, ძალიან უხერხული და მეორე მხრივ, ამ თემაზე ლაპარაკი არის პირდაპირ შეტევა პატრიარქზე. ეს არის რეკომენდაცია პატრიარქის მიმართ საზოგადოების სახელით, ოღონდ ეს საზოგადოებას სულაც არ უნდა. ამიტომ გირჩევთ, რომ აღარასდროს აღარ გაიმეოროთ ეს. არასდროს არ მოხდება, რომ პატრიარქი გადადგება. ამასწინათ იყო სინოდის სხდომა, მაგრამ მანამდე კარგა ხანი არ იყო, ეს არის პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. ასევე გახსოვთ, რომ წინა სხდომამ დაიგვიანა და რამდენიმე საათით გვიან დაიწყო. მიუხედავად ამისა, ეს იყო ძალიან დიდი სიხარული, რომ პატრიარქმა დამოუკიდებლად, თვითონ ჩაატარა სინოდის სხდომა", - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

შეგახსენებთ, სინოდის სხდომა წელს მეორედ ჩატარდა, პირველად წმინდა სინოდი მიმდინარე წლის 14 თებერვალს შეიკრიბა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics