|
2023-11-02 16:39:29, 629 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ რიგით მეცხრამეტე იდეათეკა სოფელ შინდისში გაიხსნა
„საქართველოს ბანკის“ ინიციატივით, სოფელ შინდისის საჯარო სკოლაში მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა გაიხსნა. რომელიც საზღვრისპირა სოფელში მცხოვრებ 300-მდე მოსწავლეს აძლევს წვდომას განათლების მისაღებად საჭირო თანამედროვე რესურსებზე. „საქართველოს ბანკის“ იდეათეკის მთავარი მიზანი მაღალმთიან, საზღვრისპირა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში მცხოვრები მოსწავლეებისთვის ხარისხიან ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა. ამასთან, „საქართველოს ბანკის“ იდეათეკა აღჭურვილია მრავალფეროვანი ბიბლიოთეკით, STEM მიმართულებით საბაზისო ცოდნის მისაღებად საჭირო ინვენტარით, კომპიუტერებითა და პროექტორებით. დღეისათვის, ფინანსური ინსტიტუტის ინიციატივით, საქართველოს 7 რეგიონში უკვე 19 იდეათეკა ფუნქციონირებს. შედეგად, ბანკმა 9 000-მდე მოსწავლისთვის შექმნა განათლების შესაძლებლობა. „საქართველოს ბანკის“, ერთ-ერთ მთავარ ღირებულებას განათლება წარმოადგენს. რადგან გვჯერა, რომ სწორედ განათლება განაპირობებს უკეთეს, უფრო ნათელ მომავალს. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ არაერთ საგანმანათლებლო პროექტს ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს. ამ მიმართულებით, ჩვენი პორტფოლიო 40-მდე ინიციატივასა და 120 000-ზე მეტ ბენეფიციარს ითვლის. მათ შორის გამორჩეულ ადგილს ჩვენი იდეათეკები იკავებს. „საქართველოს ბანკის“ იდეათეკის მთავარი მიზანი მაღალმთიან, საზღვრისპირა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში მოსწავლეებისთვის განათლების რესურსებზე ხელმისაწვდომობის ზრდაა, რათა მათ მივცეთ მუდმივი განვითარების, ახალი აღმოჩენებისა და შემეცნების შესაძლებლობა. ჩვენი ინიციატივის შედეგად, უკვე 9000-მდე მოსწავლისთვის გავხსენით იდეათეკის ფერადი სივრცე. თუმცა, ჩვენ არ ვჩერდებით და განვაგრძობთ ახალი ინიციატივების განხორციელებას“, - აღნიშნავს „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი, არჩილ გაჩეჩილაძე. ინფორმაციისთვის, „საქართველოს ბანკის“ იდეათეკა შინდისში ქართული წიგნის ინსტიტუტთან და საბა ქონსთრაქშენთან პარტნიორობით გაიხსნა.
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)