2023-11-02 09:22:21, 691 ნახვა
საზოგადოება
დღეს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება
დღეს, 2 ნოემბერს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
საპატრიარქო აღნიშნავს, რომ სინოდის სხდომა წელს მეორედ ტარდება, პირველად წმინდა სინოდი მიმდინარე წლის 14 თებერვალს შეიკრიბა.
"2023 წლის 2 ნოემბერს, 12:00 საათზე, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის მოწვევით გაიმართება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა", - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,