20:56 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-01 11:48:18, 473 ნახვა

საზოგადოება
კალაძე - გორგასლის ქუჩაზე რეკრეაციული სივრცის მოწყობა ვერ მოხდება იმ ფორმით, როგორც გვინდოდა

გორგასლის ქუჩაზე რეკრეაციული სივრცის მოწყობა ვერ მოხდება იმ ფორმით, როგორც გვინდოდა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძის თქმით, სპეციალისტების მოსაზრებებზე დაყრდნობით გამოიკვეთა, რომ პროექტის განხორციელების შემთხვევაში, შესაძლოა, 360 ასწლოვან ხეს საფრთხე შეექმნას.

„გვქონდა იდეა, რომ კრწანისის რაიონში, გორგასლის ქუჩის სრული რეაბილიტაცია ჩაგვეტარებინა, აბანოთუბანი-ბაგრატიონის ძეგლის მონაკვეთზე არსებული საავტომობილო გზა მიწის ქვემოთ ჩაგვეტანა, გვირაბები გაგვეკეთებინა, ზემოთ კი რეკრეაციული სივრცე მოწყობილიყო. პროექტზე მუშაობა რომ დავიწყეთ, არსებობდა საფრთხე, რომ იქ არსებული ხე-მცენარეები ამას ვერ გაუძლებდა და მათი მოჭრა გახდებოდა საჭირო. შესაბამისად, თბილისის განვითარების ფონდმა აზიის განვითარების ბანკთან ერთად დაიწყო კვლევითი სამუშაოები, თუ რამდენად შესაძლებელი იქნებოდა პროექტის ისე განხორციელება, რომ ხეები არ მოგვეჭრა“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, კვლევებით დადგინდა, რომ პროექტი ვერ განხორციელდება იმ ფორმით, რა იდეაც მუნიციპალიტეტს ჰქონდა, თუმცა გორგასლის ქუჩაზე არსებული გზაგამყოფი სრულად რეაბილიტირდება.

„კვლევები ჩატარდა დენდროლოგის, ინჟინრის, გარემოსდაცვის და ტრანსპორტის სპეციალისტის ექსპერტულ მოსაზრებებზე დაყრდნობით და გამოიკვეთა, რომ პროექტის განხორციელების შემთხვევაში, შესაძლოა საფრთხე შეექმნას, დაახლოებით, 360 ასწლოვან ხეს. მთელი ამ ქუჩის სილამაზე ამ ხეებშია და სწორედ ამიტომ გვინდოდა აღნიშნული პროექტის განხორციელება. მათი უმრავლესობა ზრდასრული ჭადარია. შესაბამისი გამტარიანობის საავტომობილო გვირაბების მოწყობა გამოიწვევს ზრდასრული ჭადრის ხეების დაზიანებას და გზის დავიწროებას, რის შედეგადაც ეს მონაკვეთი ქალაქში არსებულ ნაკადებს ვეღარ გაატარებს. აქედან გამომდინარე, აღნიშნული პროექტის განხორციელება არ არის მიზანშეწონილი, რადგან შეიძლება გამოიწვიოს, როგორც სატრანსპორტო ნაკადების შეფერხება, ისე ასწლოვანი ხეების გახმობის საშიშროება. პროექტის იმ ფორმით განხორციელება ვერ მოხდება, როგორც ჩვენ გვინდოდა, თუმცა იქ არსებული გზაგამყოფი მთლიანად მოწესრიგდება და მაინც ლამაზი სივრცე გამოვა“, - დასძინა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics