|
2023-11-01 11:07:21, 654 ნახვა
საზოგადოება
HRC - მარტის აქციებზე, სპეციალური საშუალებების გამოყენებაზე გაფრთხილება მხოლოდ მათი გამოყენების შემდეგ გაჟღერდა
7-8-9 მარტის აქციების დროს, პოლიციამ იმოქმედა სპეციალური საშუალებების გამოყენების ინსტრუქციების შესახებ შს მინისტრის ბრძანების საწინააღმდეგოდ, გამოიყენა სპეციალური საშუალებები - წყლის ჭავლი და წიწაკის გაზი - წინასწარი გაფრთხილების გარეშე, ლეგიტიმური საფუძვლის არსებობისა და პროპორციული ძალის გამოყენების პრინციპის დარღვევით, - ამის შესახებ "ადამიანის უფლებათა ცენტრის" (HRC) ანგარიშშია აღნიშნული. ანგარიშის მიხედვით, სპეციალური საშუალებების გამოყენების შესახებ გაფრთხილება მხოლოდ ამ საშუალებების გამოყენების შემდეგ ისეთ ვითარებაში გაჟღერდა, როდესაც აქციის მონაწილეებს არ ჰქონდათ საკმარისი დრო დაშლისათვის. "დაახლოებით, 20:00 საათისთვის, პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი. ამ დროისათვის, აქციის მონაწილეთა რაოდენობა 10 000 აჭარბებდა. პარლამენტის გვერდითა შესასვლელებიდან, ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე, საჭირო გახდა საპარლამენტო უმრავლესობის წევრების პარლამენტის შენობიდან გამოყვანა. სპეცდანიშნულების რაზმებმა პარლამენტის შესასვლელებთან მოაწყვეს კორდონი და დემონსტრანტებს არ მისცეს ამ ქუჩებზე გადაადგილების შესაძლებლობა. დაახლოებით, 20:20 საათზე, ჭიჭინაძის ქუჩაზე პოლიციამ წინასწარი გაფრთხილების გარეშე გამოიყენა წიწაკის გაზი და დაიწყო შეკრების მონაწილეთა დაშლა, რასაც მალევე მოჰყვა კიდევ ერთი სპეციალური საშუალების - წყლის ჭავლის გამოყენება. ამ შემთხვევაშიც, აქციის მონაწილეები პოლიციას წინასწარ არ გაუფრთხილებია. სპეციალური საშუალებების გამოყენების შესახებ გაფრთხილება გაჟღერდა მხოლოდ ამ საშუალებების გამოყენების შემდეგ - ისეთ ვითარებაში, როცა აქციის მონაწილეებს არ ჰქონდათ საკმარისი დრო დაშლისათვის. გარდა ამისა, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" მონიტორების შეფასებით, 7 მარტს გამართულ საპროტესტო აქციაზე, პოლიციამ სპეციალური საშუალებები გამოიყენა აუცილებლობის პრინციპის გათვალისწინების გარეშე, რაც განმეორდა მომდევნო დღესაც", - ვკითხულობთ ანგარიშში. HRC-ს ცნობით, 8 მარტის აქცია, "თავისი ბუნებით" მშვიდობიანი იყო და აქციის მონაწილეებს არ ჰქონიათ ძალადობრივი განზრახვა". "ადამიანის უფლებათა ცენტრის" მონიტორების შეფასებით, 8 მარტის აქცია, თავისი ბუნებით იყო მშვიდობიანი და აქციის მონაწილეებს არ ჰქონიათ ძალადობრივი განზრახვა. მიუხედავად ამისა, პოლიციამ მის დასაშლელად გამოიყენა სპეციალური საშუალებები - წიწაკის გაზი და წყლის ჭავლი - როგორც 8 მარტს, ისე შუაღამის შემდეგ - 9 მარტს. დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც პოლიციელი აქციის ერთ-ერთ მონაწილეს თვალების მიმართულებით ასხურებდა წიწაკის გაზს. ასევე, მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანდა, რომ პოლიცია წყლის ჭავლში ურევდა წიწაკის გაზს, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს და ქმნის ადამიანთა მიზანმიმართული დაზიანების საფრთხეს. გარდა ამისა, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" მონიტორების შეფასებით, დაფიქსირდა ეროვნული კანონმდებლობის დარღვევის არაერთი შემთხვევა პოლიციის თანამშრომლების მიერ სპეციალური საშუალებების გამოყენების დროს. 7 და 8-9 მარტის აქციების დროს, გამოიკვეთა სამართალდამცავების მხრიდან ეროვნული კანონმდებლობის და საერთაშორისო სტანდარტების დარღვევის შემთხვევები. კერძოდ: პოლიციამ იმოქმედა სპეციალური საშუალებების გამოყენების ინსტრუქციების შესახებ შს მინისტრის ბრძანების საწინააღმდეგოდ, გამოიყენა სპეციალური საშუალებები - წყლის ჭავლი და წიწაკის გაზი - წინასწარი გაფრთხილების გარეშე, ლეგიტიმური საფუძვლის არსებობისა და პროპორციული ძალის გამოყენების პრინციპის დარღვევით. საერთო ჯამში, ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორების შეფასებით, 7 და 8-9 მარტის აქციების მიმდინარეობისას პოლიციის ქმედება - მშვიდობიანი აქციის დაშლა, განსაკუთრებით, სპეციალური საშუალებების გამოყენებით - უტოლდება შეკრების თავისუფლების დარღვევას, რომელიც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულებებით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მივმართავთ რეკომენდაციით: სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს
საქართველოს გენერალურ პროკურატურას
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)