2023-10-31 22:36:42, 558 ნახვა
საზოგადოება
2 ნოემბერს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება
2 ნოემბერს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
საპატრიარქო აღნიშნავს, რომ სინოდის სხდომა წელს მეორედ ტარდება, პირველად წმინდა სინოდი 2023 წლის 14 თებერვალს შეიკრიბა.
"2023 წლის 2 ნოემბერს, 12 საათზე, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის მოწვევით გაიმართება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა", - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,