|
2023-10-31 20:42:28, 591 ნახვა
საზოგადოება
ლიფტებში და სადარბაზოებში თამბაქოს მოხმარება კანონით აკრძალულია
ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის, თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულების ყოველთვიური მონიტორინგის ფარგლებში არამხოლოდ რეგულაციების აღსრულების ხარისხს ვამოწმებთ, მოქალაქეებს მოვუწოდებთ, თითოეული ჩვენგანი გავხდეთ მონიტორები და თუ ვხედავთ, რომ იქ ეწევიან, სადაც მოწევა აკრძალულია, დავრეკოთ 112-ზე, გავაგზავნოთ შეტყობინება მობილური აპლიკაციით, ან სოციალურ ქსელში, კამპანიის „ნუ მაბოლებ“ ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე, რის შემდგომაც აუცილებლად ვიმოქმედებთ, რომ რეგულაციის დარღვევას სამართალდამცველების რეაგირება მოჰყვეს. ხშირად მოგვმართავენ მრავალბინიან კორპუსებში მცხოვრები მოქალაქეები, რომლებიც გვთხოვენ რაღაც ვიღონოთ, რადგან სავენტილაციო სიოსტემიდან გამოსული მეზობლის თამბაქოს კვამლი ახრჩობთ. სამწუხაროდ, კანონი ვერ კრძალავს კერძო, საცხოვრებელ ბინებში და სახლებში თამბაქოს მოწევას. ამიტომაც თამბაქოს ნებისმიერი მოსაწევი პროდუქტის მომხმარებლებს მივმართავთ, გახსოვდეთ, შესაძლოა, თქვენგან წასული კვამლი ხვდებოდეს მეზობლად, სადაც გულ-სისხლძარღვთა, ან რესპირატორული დაავადებების მქონე, დიაბეტიანი, ან ონკოპაციენტი ცხოვრობს, ან სულაც ჩვილი, მოზარდი ჰყავთ, ვისთვისაც მეორადი მწეველობა ისეთივე საშიშია, როგორც უშუალოდ თამბაქოს მოხმარება. ასევე, გთხოვთ, ნუ მოწევთ სადარბაზოებსა და ლიფტებში. ორივე შემთხვევაში კანონი მოწევას კრძალავს, მეზობელს შეუძლია რეგულაციის დარღვევაზე გიჩივლოთ (როგორც უკვე არაერთ შემთხვევაში) და თუ სადარბაზოების და ლიფტების სათვალთვალო კამერებში დაფიქსირდება, რომ მოწევის რეგულაციას არღვევთ, აუცილებლად დაჯარიმდებით, პირველ ჯერზე 100 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი 200-300 ლარით. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ ზამთრის სეზონის მოახლოების გამო განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინოთ კაფე-ბარების, რესტორნების ტერიტორიებზე. ასეთ დაწესებულებებში მოწევა ნებადართულია მხოლოდ ღია სივრცეში. ღიად ითვლება სივრცე, თუ კედლების ნახევარზე მეტი გახსნილია. აღსანიშნავია, რომ კაფე-ბარებსა და რესტორნებში ცალკეულ დამრღვევებს შორის ხშირად ერთი და იგივე დაწესებულებაა, რომელიც მრავალგიზს დაჯარიმების მიუხედავად, მცირე ხნიანი პერიოდის შემდეგ ისევ დამრღვევი ხდება. ძირითადად, სამასპინძლო სექტორში დარღვევებს, თბილისში და ბათუმში და მხოლოდ ჩილიმის მოწევის რეგულაციის დარღვევაზე ვაწყდებით. ასევე შეგახსენებთ, რომ ყველა სივრცეს, სადაც ჩილიმის მომსახურებას სთავაზობენ მომხმარებელს, რატომღაც ჩილიმ-ბარს უწოდებენ. არ არსებობს ჩილიმ ბარი, კაფე-რესტორნებს, რომელთაც გარე ღია სივრცე გააჩნიათ შეუძლიათ მომხმარებელს შეთავაზონ ჩილიმი და ეს კანონდარღვევა არაა, მაგრამ დახურულ სივრცეში არამხოლოდ ჩილიმის მოწევა, ჩილიმის აპარატის არსებობაც კი, ისევე როგორც საფერფლის განთავსება არის კანონდარღვევა. თუკი მოწევის რეგულაციის დარღვევის ფაქტებს დააფიქსირებთ, გთხოვთ, დაუკავშირდეთ საპატრულო პოლიციას 112-ის მობილური აპლიკაციის საშუალებით და მოითხოვეთ სამართალდამრღვევის მიმართ რეაგირება. გვერწმუნეთ, ძირითად შემთხვევაში საჯარიმო სისტემასთან შეხება არავის არ სიამოვნებს და თქვენი მოქალაქეობრივი პოზიცია შედეგს აუცილებლად გამოიღებს.
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)