20:57 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-31 14:53:41, 567 ნახვა

საზოგადოება
გენერალური პროკურორის მოადგილემ, ნათია მერებაშვილმა სტრასბურგში, ევროპელ პროკურორთა საკონსულტაციო საბჭოს მე-18 პლენარულ სხდომაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ ნათია მერებაშვილმა ქალაქ სტრასბურგში, ევროპელ პროკურორთა საკონსულტაციო საბჭოს (CCPE) მე-18 პლენარულ სხდომაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

გენპროკურატურის ცნობით, პლენარულ სხდომაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი საგანი საპროკურორო საბჭოებთან დაკავშირებით, ევროპელ პროკურორთა საკონსულტაციო საბჭოს მოსაზრების პროექტი იყო, რომელიც სხდომაზე გამართული დისკუსიის შემდეგ დამტკიცდა.

"აღნიშნული პროექტი შეიცავს რეკომენდაციებს სახელმწიფოთა სამართლებრივ სისტემებს, ტრადიციებსა და კულტურებს შორის არსებული განსხვავებების გათვალისწინებით, საპროკურორო საბჭოების სტატუსთან, შემადგენლობასთან, კომპეტენციასთან და ფუნქციონირებასთან დაკავშირებით.

საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ პლენარული სხდომის მონაწილეებს საქართველოს პროკურატურაში არსებული საპროკურორო და კოლეგიური საკონსტულაციო საბჭოების ფუნქციების და საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და ევროპელ პროკურორთა საკონსულტაციო საბჭოს მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებზე მოსაზრებები წარადგინა.

პლენარულ სხდომაზე ასევე ორი თემატური კვლევა დამტკიცდა, რომლებიც ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში პროკურატურის თვითმმართველობის ორგანოების შექმნის პრაქტიკას და პროკურატურის საქმიანობაში ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების საკითხებს შეეხებოდა.   

საქართველოს პროკურატურა აქტიურად არის ჩართული ევროპელ პროკურორთა საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობაში, რაც, მათ შორის, მოიცავს თემატურ განხილვებში მონაწილეობას და წერილობით დოკუმენტებზე მოსაზრებების წარდგენას. კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურა ასევე, ევროპელ პროკურორთა საკონსულტაციო საბჭოს რეკომენდაციების პრაქტიკაში დანერგვას უზრუნველყოფს. ამ მიმართულებით მუშაობა კვლავ აქტიურად გაგრძელდება",- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics