22:33 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-30 17:46:12, 685 ნახვა

საზოგადოება
შემოსავლების სამსახური გადასახადის გადამხდელებს ახალ ელექტრონულ სერვისს - „მიწაზე ქონების გადასახადის გამომთვლელს“ სთავაზობს

​ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განაგრძობს, გადასახადის გადამხდელებისთვის ახალი ელექტრონული სერვისების შეთავაზებას და მიწის გადასახადის ოდენობის დადგენის მიზნით, ახალ ელექტრონულ სერვისს - „მიწაზე ქონების გადასახადის გამომთვლელს“ სთავაზობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, სერვისით სარგებლობისას საკმარისია მომხმარებელმა საძიებო სისტემის შესაბამის ველებში შეიყვანოს ინფორმაცია მიწის ტიპის, მდებარეობის, ფართობის შესახებ და გაააქტიუროს ღილაკი „გამოთვლა“.

„დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, იხილოთ ბმული:

https://rs.ge/LandCalculator

აქვე შეგახსენებთ, რომ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გადასახადის გადამხდელებს შეახსენებს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული, ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვადა 1 ნოემბრის ჩათვლით არის შესაძლებელი. ქონების (მათ შორის მიწის) გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირები ვალდებული არიან, წარმოადგინონ ფიზიკური პირის ქონების გადასახადის 2023 წლის წლიური (2022 წელს მიღებული შემოსავლების მიხედვით) დეკლარაცია მიმდინარე წლის 1 ნოემბრის ჩათვლით და გადაიხადონ კუთვნილი გადასახადი 15 ნოემბრის ჩათვლით. ქონების გადასახადის გადახდა ხორციელდება ერთიან სახაზინო კოდზე - 101001000.

დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულებზე:

https://rs.ge/LawNewsArchive?newsId=1106

https://rs.ge/PersonsTaxFAQ?cat=5&tab=1

https://bit.ly/3rYddAC

https://bit.ly/3QvR1Hh

ვიდეო ინსტრუქცია:

https://www.youtube.com/watch?v=O0VPEQQ61LU

სასურველი ინფორმაციის მისაღებად ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის სერვისით „RS ჩათი“ ან დაუკავშირდეთ სატელეფონო ცენტრს 2 299 299.

დღეის მონაცემებით, 170 000-ზე მეტ ფიზიკურ პირს, დეკლარაციის წარდგენის ვადის შესახებ, საინფორმაციო ხასიათის მოკლე ტექსტური შეტყობინება უკვე გაეგზავნა, შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებულ მობილურ ნომრებზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
საპატრიარქომ წმიდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა - ვიდეო
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics