22:33 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-30 16:29:15, 536 ნახვა

საზოგადოება
მერია - 9 ძმა ხერხეულიძის ქუჩაზე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება

9 ძმა ხერხეულიძის ქუჩაზე დაგეგმილი საგზაო სამუშაოების გამო, რომელიც 31 ოქტომბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით იწარმოებს, ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეზღუდვა შეეხება 9 ძმა ხერხეულიძის მოედნიდან 9 ძმა ხერხეულიძის, სამურზაყანოსა და სალხინოს ქუჩების კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს.

„სამუშაოების პერიოდში ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ 9 ძმა ხერხეულიძის მოედნიდან ცხრა ძმა ხერხეულიძის, სამურზაყანოსა და სალხინოს ქუჩების კვეთამდე, ხოლო 9 ძმა ხერხეულიძის, სამურზაყანოსა და სალხინოს ქუჩების კვეთიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებები 9 ძმა ხერხეულიძის მოედნის მიმართულებით გადაადგილებას შეძლებენ 9 ძმა ხერხეულიძის მეორე შესახვევის, პეტრე მამრაძის ხევის, აფხაზეთის ქუჩისა და სამურზაყანოს ქუჩის გამოყენებით.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, N368 ავტობუსი 9 ძმა ხერხეულიძის ქუჩიდან  სალხინოს ქუჩის გავლის ნაცვლად, მოძრაობას გააგრძელებს აბაშის ქუჩის მიმართულებით, ხოლო ლებარდეს,  დავით გივიშვილის, სენაკის, ასხინის და ცაიშის ქუჩების გავლით  დაუკავშირდება სალხინოს ქუჩას. ბოლო გაჩერებად განისაზღვრება ცხრა ძმის ქ. N147.

უკუმიმართულებით მოძრაობისას, ავტობუსი 9 ძმის ქ. N147-დან სალხინოს, თეკლათის, ლებარდეს და აბაშის ქუჩების გავლით დაუკავშირდება 9 ძმა ხერხეულიძის ქუჩას და იმოძრავებს დადგენილი სქემით სადგურის მოედნისკენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
საპატრიარქომ წმიდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა - ვიდეო
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics