22:33 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-30 16:01:19, 529 ნახვა

საზოგადოება
გორგასლის ქუჩაზე ელგუჯა ამაშუკელის ბიუსტი გაიხსნა

ვახტანგ გორგასლის ქ. N3-ში საქართველოს დამსახურებული მხატვრის, ცნობილი მოქანდაკის, ელგუჯა ამაშუკელის არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიცია (ბიუსტი) გაიხსნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე დაესწრნენ.

„ჩვენს ქვეყანას ელგუჯა ამაშუკელის ძალიან ბევრი ნამუშევარი დარჩა. თბილისი ამ მიმართულებით განსაკუთრებით არის განებივრებული. ვეფხი და მოყმის ძეგლი და ქართლის დედა ელგუჯა ამაშუკელის ნამუშევრებია, რომლებიც გაიგივდა თბილისის იდენტობასთან. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ გაიხსნა ბიუსტი, რომელიც ამ დიდ ადამიანს მიაგებს პატივს. მინდა, მადლობა გადავუხადო ძეგლისა და იდეის ავტორს, ვახტანგ დავითაიას, ასევე, გელა ზაქარაიას, რომ ეს მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის და მემორიალური დაფის განთავსებაზე დადებითი რეკომენდაცია შესაბამისმა კომისიამ 2022 წლის 28 ნოემბერს გასცა.

მოქანდაკე გენადი ზაქარაიას მიერ შესრულებული ბრინჯაოს ნამუშევარი, რომელიც  მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადაეცა, არქიტექტორ ვახტანგ დავითაიას მიერ წარმოდგენილი პროექტის მიხედვით განთავსდა.

არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განსათავსებლად თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 23 455 ლარი დაიხარჯა.

ბიუსტის გახსნას კრწანისისა და ისნის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატები ლევან ჯაფარიძე და კახა ლაბუჩიძე დაესწრნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
საპატრიარქომ წმიდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა - ვიდეო
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics