|
2023-10-30 11:44:38, 629 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით „ბიოგრაფი ლივინგი“ მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის „საკენი“ მშენებლობას ახორციელებს
„საქართველოს ბანკი“, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი, ბიზნესის მხარდაჭერას და პარტნიორ ბიზნესებთან ერთად ახალი პროექტების განხორციელებას აქტიურად განაგრძობს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით ვისოლ ჯგუფის წევრი, უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ პირველ მასშტაბურ, მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსის სამშენებლო პროექტს - „საკენი“ თბილისში, ვაჟა ფშაველას #25-ში ახორციელებს. აღნიშნული პროექტის ჯამური ღირებულება 72 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, „საქართველოს ბანკის“ ინვესტიცია კი 41.5 მილიონი აშშ დოლარია. მიმდინარე პროექტი 36 სართულიან მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას ითვალისწინებს, რომელიც საცხოვრებელ, საოფისე და კომერციულ, 2000 კვ.მ გამწვანებულ ტერასას, პადელის კორტს, ფიტნეს დარბაზს, აუზს, ესთეტიკურ ცენტრს, კაფე-რესტორნებსა და სხვა სივრცეებს გააერთიანებს. პროექტი ჯამში 364 ბინასა და 7 პენტჰაუსის მშენებლობას ითვალისწინებს, ის 2023 წელს დაიწყო და 2027 წელს დასრულდება. „ბიოგრაფი ლივინგი“ ახალი დეველოპერული კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე 2023 წლის მაისში გამოჩნდა პირველი მასშტაბური, მრავალფუნქციური საცხოვრებელი პროექტით „საკენი“. მისი მიზანია შექმნას თანამედროვე, კომფორტული საცხოვრებელი გარემო ქალაქის ცენტრალურ უბნებში. კომპანია მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში 300 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელებასა და 1000 -ზე მეტი ადამიანის დასაქმებას გეგმავს. „ვისოლ ჯგუფს მრავალწლიანი და წარმატებული პარტნიორობა აკავშირებს „საქართველოს ბანკთან“. მოხარული ვართ, რომ უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი მრავალფუნქციური პროექტის „საკენი“ ფარგლებში ვთანამშრომლობთ ისეთ ძლიერ ფინანსურ ინსტიტუტთან, როგორსაც საქართველოს ბანკი წარმოადგენს. მრავალფუნქციურ საცხოვრებელ პროექტს „საკენი“ გამოარჩევს როგორც მისი მდებარეობა, ასევე ხასიათი და არქიტექტურა, რომელიც გვჯერა, რომ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს თბილისის ურბანული გარემოს გაჯანსაღებასა და განახლებაში. „ბიოგრაფი ლივინგის“ მიერ შექმნილი პროექტები ხელს შეუწყობს ქალაქის საერთო კეთილდღეობასა და წარმატებას, ხოლო უძრავი ქონებით დაინტერესებულ ადამიანებსა და პარტნიორებს სთავაზობს მუდმივად მზარდ ღირებულებებს“, - აცხადებს ვასილ ფხაკაძე, აღმასრულებელი დირექტორი. „საქართველოს ბანკისთვის“, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი კერძო ფინანსური ინსტიტუტისთვის, ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას სამშენებლო სექტორის მხარდაჭერა წარმოადგენს და ამ მიმართულებით, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, არაერთი პროექტი გვაქვს განხორციელებული. მოხარული ვართ, რომ ჩვენი და „ბიოგრაფი ლივინგის“ თანამშრომლობის ფარგლებში თბილისში კიდევ ერთი მასშტაბური, მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი აშენდება. აღსანიშნავია, რომ კომპანიას მასშტაბური გეგმები აქვს, სამომავლოდ ის რამდენიმე მსგავსი მრავალფუნქციური საცხოვრებელი პროექტის განხორციელებას გეგმავს, ქალაქის ცენტრალურ უბნებში. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ გუნდს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესის მხარდაჭერას“, - განაცხადა ერეკლე ვაშაყმაძემ, „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა.
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
საპატრიარქომ წმიდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა - ვიდეო
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)