22:32 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-29 15:07:48, 563 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძე კლასიკური ავტომობილების შოუს დაესწრო

თბილისის მერიის მხარდაჭერით, რესპუბლიკის მოედანზე კლასიკური ავტომობილების შოუ გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, ავტომოყვარულებს მოედანზე 150 რეტრო მანქანა დახვდათ გამოფენილი.

ღონისძიებას დედაქალაქის მერი, კახა კალაძე დაესწრო.

მისი თქმით, ბოლო წლებში, კლასიკური ავტომობილების შესახებ არაერთი საკანონმდებლო ინიციატივა მომზადდა, რომლის ერთ-ერთი ავტორი და აღნიშნული ღონისძიების თანაორგანიზატორი პარლამენტის წევრი, არჩილ თალაკვაძე იყო.

„საქართველოში ძალიან უყვართ ავტომობილები, განსაკუთრებით კი კლასიკური ავტომობილები. დედაქალაქის მერია მხარს უჭერს აღნიშნულ პროექტს. თუ გადავხედავთ სტატისტიკას, საქართველოში, ბოლო წლების განმავლობაში ძალიან გაიზარდა ისტორიული ავტომობილების რაოდენობა. დღევანდელი ღონისძიებაც ამაზე მეტყველებს. დღეისთვის, 250 ადამიანი არის გაწევრიანებული აღნიშნულ კლუბში. ჩვენის მხრივ ხელს შევუწყობთ ასეთი პროექტების განხორციელებას, რომ ამ მიმართულებით მეტი ადამიანი იყოს დაინტერესებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ღონისძიებაზე კახა კალაძე შვილთან და ვიცე-მერთან, ირაკლი ხმალაძესთან ერთად იმყოფებოდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
საპატრიარქომ წმიდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა - ვიდეო
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics