2023-10-28 19:37:16, 821 ნახვა
საზოგადოება
„ქართული ოცნება“ თენგიზ არჩვაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
"ქართული ოცნება" მსახიობ თენგიზ არჩვაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
მმართველი პარტია სამძიმრის წერილს სოციალურ ქსელში ავრცელებს.
"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ გამოჩენილი მსახიობის, საქართველოს სახალხო არტისტის, თენგიზ არჩვაძის გარდაცვალების გამო.
მან წარუშლელი კვალი დატოვა ქართული კინოსა და თეატრის ისტორიაში.
ვუსამძიმრებთ თენგიზ არჩვაძის ოჯახს, მის ახლობლებს და სრულიად საქართველოს",- ნათქვამია მმართველი პარტიის სამძიმრის წერილში.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),