|
2023-10-28 14:27:24, 944 ნახვა
პოლიტიკა
ღუდუშაური - რადიკალი ოპოზიციის სახით ჩვენ გვყავს ქვეყნისადმი მტრულად განწყობილი პოლიტიკოსები, მაგრამ სამწუხაროდ ამ ფერხულში ჩაება ე.წ. პრეზიდენტი
რადიკალი ოპოზიციის სახით, ჩვენ გვყავს ქვეყნისადმი და საკუთარი ხალხისადმი მტრულად განწყობილი პოლიტიკოსები თუ პოლიტიკური ჯგუფები, ეს გასაგებია, მაგრამ რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს ამ ფერხულში უკვე დიდი ხანია ჩაება ე.წ. პრეზიდენტი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რითაც სალომე ზურაბიშვილის მიერ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით ვეტოს დადებას გამოეხმაურა. ღუდუშაური დარწმუნებულია, რომ ამჯერადაც, პრეზიდენტის მიერ ვეტოს დადება არის პოლიტიკური მდგენელის შედეგად გაკეთებული ნაბიჯი. „განსაკუთრებული არაფერი ხდება. არაერთხელ გვინახავს ზურაბიშვილისგან არა ერთი პოლიტიკურად მოტივირებული ვეტოს გამოყენება, რომელიც დაძლეული იყო იქიდან გამომდინარე, რომ არანაირი მოტივირებული შენიშვნები არ ახლდა და დარწმუნებული ვარ, ამჯერადაც ეს არის პოლიტიკური მდგენელის შედეგად გაკეთებული ნაბიჯი და ბუნებრივია, ვეტოსთან მიმართებაში ვიმოქმედებთ ისე, რასაც ჰქვია სამართლიანი მიდგომა, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ინტერესების დაცვა“, - აღნიშნა ღუდუშაურმა. ღუდუშაურმა, ასევე, განმარტა თუ რატომ იქნა საჭირო ცვლილებების შემოღება და აღნიშნა, რომ ამ რეგულაციებით მოხდა რისკების გადაზღვევა. მისივე თქმით, გამოხატვის ფორმატში მოქმედი პირები კიდევ უფრო მეტად იქნებიან დაზღვეული ბოროტი განზრახვებისგან. „ყველას კარგად უნდა გვესმოდეს ერთი რამ, რომ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის, უსაფრთხოების უზრუნველყოფა და რა თქმა უნდა, ნებისმიერი გამოხატვის დროს პირველი და მთავარი არის, რომ ადამიანის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს არ შეექმნას რისკი და საფრთხე. შესაბამისად, ამ რეგულაციებით მოვახდინეთ დიდწილად გადაზღვევა ასეთი რისკების. ამით იყო ნაკარნახევი და თუ კარგად ჩავხედავთ, ამოვიკითხავთ ძალიან ლეგიტიმურ და სწორ მიზანს, რაც შეეხება იმას, რომ პროტესტანტები, მანიფესტანტები თუ გამოხატვის ფორმატში მოქმედი პირები კიდევ უფრო მეტად იქნებიან დაზღვეული ბოროტი განზრახვებისგან“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
გვარამია -ყველა, ვინც სოციალური მიზიდულობის პერსონაა, თუნდაც არანაირ კავშირში არ მყოფი პოლიტიკურ საქმიანობასთან, ფრთხილად რომ უნდა იყოს
კობახიძე საარჩევნო კოდექსში ცვილებებზე -არაფერი არ იზღუდება, ყველა უბნის ოქმი შეიძლება გასაჩივრდეს
კობახიძე -რაც არ უნდა შეამცირო გადასახადი, ეს რადიკალურად ვერ აისახება საწვავის ფასზე
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)