23:57 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-28 12:10:02, 744 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს პროკურატურაში, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში თურქმენეთის რესპუბლიკის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ

საქართველოს პროკურატურაში, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში საქართველოს წარმატებული გამოცდილების გაზიარების მიზნით, თურქმენეთის რესპუბლიკის პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სოციალური დაცვისა და შრომის სამინისტროს და გაეროს ბავშვთა ფონდის თურქმენეთის ოფისის წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

გაეროს ბავშვთა ფონდის ორგანიზებით განხორციელებული სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა სტუმრებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში პროკურატურის მიერ განხორციელებული რეფორმების, კანონმდებლობის იმპლემენტაციის პროცესის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებულ პროკურორთა საქმიანობის სპეციფიკის, სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმების, ბავშვზე მორგებული მიდგომების პრიორიტეტულად გამოყენების და უწყებათაშორისი კოორდინირებული საქმიანობის მნიშვნელობის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. ასევე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიმართულებით პროკურატურის მიერ მიღწეული წარმატებული შედეგები გააცნეს.

ვიზიტის ფარგლებში თურქმენეთის რესპუბლიკის დელეგაციის წარმომადგენლებმა რუსთავის რაიონულ პროკურატურაში ბავშვზე მორგებული გარემო დაათვალიერეს და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების განხორციელებისას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ნაკლებად სტრესულ გარემოში, კონფიდენციალურობის დაცვით, ბავშვზე მორგებული ფორმით გამოკითხვა/დაკითხვის პროცედურების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.

საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის თანამშრომლებმა დელეგაციის წევრებს მათთვის საინტერესო ყველა საკითხზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

დელეგაციის წევრებმა მადლობა გადაუხადეს საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებს მათთვის საინტერესო საკითხების გაზიარებისთვის და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე შემდგომი თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი გამოითქვეს. საქართველოს პროკურატურა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე საკუთარი წარმატებული გამოცდილების სხვა ქვეყნებისთვის გაზიარების მიმართულებით თანამშრომლობას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics