|
2023-10-28 11:44:11, 990 ნახვა
ეკონომიკა
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა „აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში ჩამოსულ საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებს უმასპინძლა
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტმა „აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებს უმასპინძლა. ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. საქართველოში უცხოური მედია პრესტურით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით იმყოფება და, „აბრეშუმის გზის ფორუმის“ პარალელურად, ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტებზე, საინვესტიციო და ტურისტულ პოტენციალზე სხვადასხვა სტატიასა და სიუჟეტს მოამზადებენ. „ქუთაისის აეროპორტი ბევრად ლამაზია და გაცილებით დიდია, ვიდრე 2019 წელს იყო, როცა პირველად მოვხვდი ამ აეროპორტში. მას შემდეგ აქ ბევრი რამ შეცვლილა. ულამაზესი დიზაინის აეროპორტი გაქვთ“, – განაცხადა ამერიკული გამოცემა Forbes-ის ჟურნალისტმა, ჟორესა ლეტა ბლაუნტმა აეროპორტის დათვალიერებისას. საერთაშორისო ჟურნალისტებს ქუთაისის აეროპორტის დირექტორმა, გაგა სანიკიძემ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა განახლებული ტერმინალისა და მისი შესაძლებლობების შესახებ. ასევე, გააცნო ის სამომავლო სიახლეები, რასაც საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გეგმავს. საერთაშორისო მედიამ პრესტურის ფარგლებში თბილისი დაათვალიერა, „აბრეშუმის ფორუმის“ გაშუქების შემდეგ კი დასავლეთ საქართველოსკენ გადაინაცვლა, გზად გორის ელექტროსადგური მოინახულა, შემდეგ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ესტუმრა. მოგვიანებით კი ენგურჰესის კაშხალს დაათვალიერებენ, ფოთის პორტსა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს გაეცნობიან და ბათუმში გადაინაცვლებენ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)