23:57 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-27 16:50:55, 841 ნახვა

საზოგადოება
მერია - პირველი რესპუბლიკის მოედანზე დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, გადაადგილება დროებით შეიზღუდება

საქართველოს ისტორიული ავტომობილების ასოციაციის მიერ დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, 28 ოქტომბრის 22:00-დან 29 ოქტომბრის 22:00 საათამდე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

თბილისის მერიის ცნობით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება სრულად, შოთა რუსთაველის გამზირისა და პირველი რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან, პირველი რესპუბლიკის მოედნისა და მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე. ავტოსატრანსპორტო საშუალებები შოთა რუსთაველის გამზირიდან პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით გადაადგილებას ვერ შეძლებენ. 

"შეზღუდვის პერიოდში, შოთა რუსთაველის გამზირიდან მერაბ კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მიხეილ ჯავახიშვილისა და მერაბ კოსტავასა ქუჩის მიმართულებით. 

მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩიდან მომავალი ავტომობილები ვერ მოხვდებიან რესპუბლიკის მოედანზე და გზას თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმართულებით გააგრძელებენ, ხოლო მერაბ კოსტავას ქუჩიდან ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ რუსთაველის გამზირისა და თავისუფლების მოედნის მიმართულებით.

აღნიშნული ღონისძიების პერიოდში, შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის  მარშრუტიც: 

ავტობუსი N308 ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრაობისას არ გაივლის რესპუბლიკის მოედანზე და მობრუნდება სამაიას ბაღთან, რის შემდეგაც მტკვრის მარჯვენა სანაპიროთი დაუკავშირდება ბარათაშვილის ქუჩას; ავტობუსი N359 ვაკის მიმართულებით მოძრაობისას, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩიდან მოძრაობას გააგრძელებს რევაზ თაბუკაშვილის ქუჩაზე და რევაზ ლაღიძის ქუჩით დაუკავშირდება რუსთაველის გამზირს, შემდეგ იმოძრავებს დადგენილი სქემით. 

რაც შეეხება მიკროავტობუსებს, N457 და N528  რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოძრაობისას, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩიდან მოძრაობას გააგრძელებს რევაზ თაბუკაშვილის ქუჩაზე და რევაზ ლაღიძის ქუჩით დაუკავშირდება რუსთაველის გამზირს. უკუმიმართულებისას, მიკროავტობუსები დადგენილი სქემით იმოძრავებენ", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics