23:57 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-27 15:30:32, 610 ნახვა

საზოგადოება
კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნა

ქუთაისში, გენერალ გიორგი კვინიტაძის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მასწავლებლის ეროვნული დღე აღნიშნეს. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ღონისძიებაზე - „წარმატებული ცხოვრების გასაღები თქვენ გაბარიათ“, კადეტებმა ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიციები წარმოადგინეს.

'ლიცეუმის მასწავლებლებსა და კადეტებს სიტყვით მიმართეს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და კადეტთა ლიცეუმის დირექტორმა პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა. გრიგოლ გიორგაძემ მასწავლებლებს გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა და ყურადღება სამხედრო ლიცეუმში მათ მნიშვნელოვან როლზე გაამახვილა. 

ღონისძიების ფარგლებში ლიცეუმის მენტორ-მასწავლებელთა დაჯილდოების ცერემონიაც გაიმართა. თავდაცვის მინისტრის მადლობის სიგელით დაჯილდოვდნენ განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილების პედაგოგები; 14-მა მასწავლებელმა კი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან მენტორი მასწავლებლის სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატები და სპეციალური სამკერდე ნიშნები მიიღო. 

საზეიმო ღონისძიებას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე და დასავლეთის სარდალი ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია დაესწრნენ. 

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 30 აგვისტოს №340 დადგენილებით მასწავლებლის განსაკუთრებული ღვაწლის დაფასების მიზნით მასწავლებლის დღედ 27 ოქტომბერი დაწესდა.

მასწავლებლის ეროვნული დღე ყოველი წლის 27 ოქტომბერს, ქართველი პედაგოგის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics