2023-10-27 15:05:13, 599 ნახვა
საზოგადოება
გორის მუნიციპალიტეტში სარწყავი არხების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს
ქვეყნის მასშტაბით სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ღონისძიებების ფარგლებში, შპს „საქართველოს მელიორაცია“ შიდა ქართლში, სალთვისის სარწყავი სისტემის მოწესრიგების სამუშაოებს ახორციელებს.
სოფელ ქვემო ხვითის ტერიტორიაზე ხე-ბუჩქნარისა და დანალექი გრუნტისგან პირველი და მეორე რიგის წყალგამანაწილებელი არხების 2,5 კილომეტრიანი მონაკვეთი იწმინდება.
ჩატარებული სამუშაოები არხის გამტარუნარიანობას გაზრდის. შედეგად, სოფელ ქვემო ხვითის 200 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება
საირიგაციო სისტემაზე მიმდინარე სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დასრულდება.
ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),