23:51 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-27 14:20:03, 619 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი - პუტინმა დამადანაშაულა, რომ მე დავუშალე დსთ - ვამაყობ, რომ ამაში წვლილი მართლაც მიმიძღვის

ვლადიმერ პუტინმა დსთ-ს ნარჩენების სხდომაზე დამადანაშაულა პირდაპირ იმაში, რომ მე დავუშალე დსთ და ვამაყობ ამით, რომ მართლაც მიმიძღვის ამაში წვლილი,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე კლინიკა "ვივამედიდან" დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.

როგორც სააკაშვილმა თქვა, პუტინის მიერ მისი დადანაშაულება "პირდაპირ მიუთითებს, თუ ვისი მითითებით არის საქმე აღძრული".

"დღევანდელ სასამართლოსთან პირდაპირ კავშირშია ის, რომ ვლადიმერ პუტინმა ამასწინათ დსთ-ს ნარჩენების სხდომაზე დამადანაშაულა პირდაპირ იმაში, რომ მე დავუშალე დსთ და ვამაყობ ამით, რომ მართლაც მიმიძღვის ამაში წვლილი და ეს პირდაპირ უკავშირდებოდა იმ მოვლენებს, რომელიც უკავშირდება იმ პერიოდს, რომელსაც თქვენ არჩევთ ამ ე.წ. სისხლის სამართლის საქმის გარჩევისას.

ვიცით, რომ ვლადიმერ პუტინი არის საქართველოს დაუძინებელი მტერი, ტერიტორიების დამპყრობელი და მისი მხრიდან ასეთი პირდაპირი დადანაშაულება ჩემი, პირდაპირ მიუთითებს, თუ ვისი მითითებით არის ეს საქმე აღძრული. თქვენ იცით, რომ ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე არის სანქცირებული როგორც ფსბ-ს აგენტი და ყველაფერი გასაგებია, თუკი, ვინმეს რამეს გაგება უნდა",- ამბობს ექსპრეზიდენტი. 

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics