" />
23:50 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-27 14:04:59, 642 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი - როგორც არ უნდა ეცადონ და გამაჩუმონ, ვაპირებ, ჩავერთო ქვეყნის გადარჩენის პროცესში

როგორც არ უნდა შეეცადონ ჩემს გაჩუმებას, იქნება ეს კლინიკაში, თუ ციხეში, თუ სასამართლო სხვადასხვა გარჩევების დროს, მთავარია, საქართველოში ვარ და აქტიურად ვაპირებ, ჩავერთო საქართველოს გადარჩენის პროცესში, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე კლინიკა "ვივამედიდან" დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, მომავალი არჩევნები საქართველოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება, 1990 წელს ჩატარებული არჩევნების შემდეგ.

"მინდა, მივმართო ყველა პოლიტიკურ ძალას, შემდეგი არჩევნები, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები საქართველოს ისტორიაში 1990 წლის შემდეგ. 1990 წელს კომუნისტურმა პარტიამ წააგო არჩევნები, "მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო" მოვიდა, სხვა ძალებთან ერთად და მათ მოახერხეს საქართველოს საბჭოთა კავშირიდან დახსნა. ზუსტად ასეთი გამოწვევების წინაშე ვართ დღეს და ეს სასამართლოც, ჩემი პატიმრობაც უკავშირდება იმას, რომ ისინი აპირებენ, უკან დაგვაბრუნონ საბჭოთა კავშირში. ისინი აპირებენ, რომ ჩააბეტონონ მათი ყოფნა და ესენი არჩევნებით წასვლას არსად არ აპირებენ. ჩვენ ეს უნდა გვესმოდეს, ჩვენ ეს ვიცით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი არ წავლენ. ისინი წავლენ, მაგრამ როცა ჩვენ ვიმოქმედებთ ერთობლივად, კოორდინირებულად და ერთმანეთთან შეთანხმებით. 

ელექტრონული სისტემა, არის თავიდან ბოლომდე გაყალბებაზე აგებული სისტემა, ეს არის, დაახლოებით ის, რაც აქვთ რუსეთში, პუტინმა რაც შემოიღო და ეს არის სისტემა, სადაც არჩევნებზე, მიუხედავად იმისა, ვინ რა ხმას მისცემს, ერთი კაცი შუშის სასახლეში გადაწყვეტს. დაურეკავს თამარ ჟვანიას, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, თუ რამდენი პროცენტი უნდა დაჯდეს. მათ წინასწარ აქვთ გაყალბებული არჩევნები, გადაწყვიტეს, რომ აღარ გარისკონ და პირდაპირ დაწერონ შედეგი... 

როგორც არ უნდა შეეცადონ ჩემს გაჩუმებას, იქნება ეს კლინიკაში, თუ ციხეში, თუ სასამართლო სხვადასხვა გარჩევების დროს, მთავარია, საქართველოში ვარ და აქტიურად ვაპირებ, ჩავერთო საქართველოს გადარჩენის პროცესში", - განაცხადა სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics