23:57 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-27 13:18:07, 581 ნახვა

საზოგადოება
ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოს კორეის რესპუბლიკიდან ღვინის პროფესიონალების ჯგუფი სტუმრობს

ქართული ღვინის ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში კორეის რესპუბლიკიდან ღვინის პროფესიონალების ჯგუფი იმყოფება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, სტუმრებს შორის არიან კორეის ღვინის მწერალთა კლუბის დამფუძნებელი, აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ღვინოების ინსტიტუტის დირექტორი ჩან ჯუნ პარკი (Chan Jun Park), კორეის საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი ჯა იუნგ კო (Jae Young Ko), ასევე მსხვილი იმპორტიორი კომპანიებისა და ღვინით ვაჭრობის ქსელების ხელმძღვანელი პირები.

„ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები ღვინის მწარმოებელ კომპანიებს და მათ პროდუქციას ქართლსა და კახეთში ეცნობიან. ჯგუფის წევრების მხრიდან მაღალია ინტერესი, მოიძიონ ახალი პარტნიორები საქართველოში, რაც პირდაპირ გავლენას იქონიებს კორეის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდაზე.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ანალოგიური ღვინის ტური, გასულ წელსაც განხორციელდა, რასაც შედეგად, ქართული ღვინის მწარმოებელ რამდენიმე კომპანიასა და კორეელ იმპორტიორებს შორის სავაჭრო პარტნიორობა მოჰყვა.

კორეის რესპუბლიკა ღვინის ეროვნული სააგენტოსთვის 2019 წელს გამოიკვეთა როგორც სტრატეგიული ბაზარი, სადაც ღვინის ეროვნულ სააგენტოს ორგანიზებითა და მხარდაჭერით, არაერთი მნიშვნელოვანი მარკეტინგული ღონისძიება განხორციელდა. ღონისძიებები ემსახურებოდა ქართული ღვინის შესახებ კორეელი მომხმარებლებისთვის ინფორმაციის მიწოდებას და ქართული ღვინის პოპულარიზაციას.

მიმდინარე წლიდან, კორეის რესპუბლიკაში ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებებში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის პროგრამა ღვინის ეროვნულ სააგენტოს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ჩაერთო. USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით, მიმდინარე წელს, კორეის რესპუბლიკაში ქართული ღვინის ორი მასშტაბური წარდგენა-დეგუსტაცია მოეწყო“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics