|
2023-10-27 12:35:00, 1050 ნახვა
რეგიონი
კასპში, სოფელ კალოუბანთან მისასვლელ გზაზე ასფალტის პირველი ფენის დაგების სამუშაოები დაიწყო
კასპის მუნიციპალიტეტში ზემო ხანდაკი - ხოვლეს - ადგილობრივი მნიშვნელობის გზიდან, სოფელ კალოუბანთან მისასვლელ გზაზე ასფალტის პირველი ფენის დაგების სამუშაოები დაიწყო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. კასპის მერიის ცნობით, ასფალტის დაგების მიმდინარეობს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე მერის მოადგილესთან დავით ქისიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად ადგილზე გაეცნო. „პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 1 500 მეტრი სიგრძის გზის მოასფალტება, რომელზეც აქამდე ასფალტი არასდროს ყოფილა. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით 758 737 ლარის ფარგლებში ხორციელდება. გზის რეაბილიტაციას ტენდერში გამარჯვებული შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო #1“ ახორციელებს. ადგილობრივ მოსახლეობას ამ დრომდე, გადაადგილება გრუნტიან გზაზე უწევდა. პროექტის დასრულების შემდეგ კი მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)