23:57 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-27 12:17:11, 541 ნახვა

საზოგადოება
ალექსანდრე დარახველიძემ შსს-ს აკადემიაში სახალხო დამცველს უმასპინძლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი მოადგილეებთან ერთად ეწვია. ომბუდსმენსა და მის თანმხლებ პირებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, შსს-ს აკადემიის რექტორთან, ზურაბ ზუბადალაშვილთან და აკადემიის სხვა წარმომადგენლებთან ერთად უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან და აკადემიის ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრის შემდეგ, სახალხო დამცველი და მისი კოლეგები, აკადემიის საქმიანობის შესახებ პრეზენტაციას დაესწრნენ და სწავლების ძირითად მიმართულებებს გაეცნენ.

"შეხვედრის ფარგლებში, ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებისთვის გაცნობითი ტური მოეწყო.

სახალხო დამცველმა, მოადგილეებთან ერთად, აკადემიის ადმინისტრაციულ შენობაში განთავსებული სასწავლო აუდიტორიები, იმიტირებული სასამართლო დარბაზი, საგამოცდო და სიმულაციური სწავლების სივრცეები დაათვალიერა, ასევე, მოინახულა იმიტირებული სასაზღვრო გამტარი პუნქტი და ვირტუალური ტირი.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრის დასასრულს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, აკადემიის ხელმძღვანელმა პირებმა და ომბუდსმენმა, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, აკადემიასა და სახალხო დამცველის აპარატს შორის მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა გამოთქვეს",- ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics