16:17 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-26 19:47:25, 527 ნახვა

ეკონომიკა
გენადი არველაძე - „აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში დისკუსია დღეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს ეხებოდა, რომლებიც კიდევ უფრო გაზრდის საქართველოს მნიშვნელობას რეგიონში

„თემატური დისკუსიები, რომლებიც „აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში დღეს მთელი დღის განმავლობაში გაიმართა და ხვალაცა არის დაგეგმილი, ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს ეხებოდა, რომლებიც კიდევ უფრო გაზრდის საქართველოს, როგორც ჰაბის მნიშვნელობას რეგიონში", -  აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე.

მისი თქმით, დღევანდელი დისკუსიის მთავარი საკითხები იყო: თუ როგორ უნდა გახდეს ვაჭრობა უფრო ლიბერალური ქვეყნებსა და რეგიონებს შორის, როგორ აღმოიფხვრას როგორც სატარიფო, ისე  არასატარიფო ბარიერები, რომლებიც ხელს უშლის ქვეყნებს შორის ვაჭრობას. ასევე მნიშვნელოვანი იყო ტურიზმის და ენერგეტიკის მიმართულება და ენერგოუსაფრთხოება, რაც, მინისტრის მოადგილის განცხადებით, რეგიონში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე უფრო და უფრო აქტიური ხდება, მათ შორის ევროპის კონტინენტზე.

„შესაბამისად, საქართველო ამ კუთხით იკავებს სულ უფრო მნიშვნელოვან როლს. შუა დერეფანი და ტვირთების მოზიდვა - ეს იყო ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც დისკუსია გაიმართა. ამ მხრივ ჩვენ კონკრეტული შედეგიც გვაქვს - ხელი მოვაწერეთ „შუა დერეფნის" სამი ქვეყნის რკინიგზებს შორის - ყაზახეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის ერთობლივი საწარმოს შექმნას. წესდებაზე ხელი მოვაწერეთ, ჩამოყალიბების შემდეგ სამი ქვეყნის ერთობლივი საწარმო შუა დერეფანში დამატებითი ტვირთების მოზიდვას შეუწობს ხელს და რაც მნიშვნელოვანია, „ერთი ფანჯრის" პრინციპით მოხდება მომსახურების მიწოდება. ეს კიდევ უფრო გაზრდის დერეფნის მნიშვნელობას", - განაცხადა გენადი არველაძემ.

მინისტრის მოადგილე დარწმუნებულია, რომ ასევე მნიშვნელოვანი იქნება ფორუმის ხვალინდელი დღეც - შედგება საინვესტიციო პანელი და დისკუსია მის ფარგლებში. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ კერძო სექტორი ხვალ უშუალოდ მოახდენს იმ გამოცდილების გაზიარებას,  თუ რამდენად ხელსაყრელია კონკრეტული მიმართულებით ინვესტირება ჩვენს ქვეყანაში.

„უკვე დადასტურებულია, რომ ხვალ ასევე 200-ზე მეტი ორმხრივი შეხვედრა შედგება ბიზნესებს შორის, რაც დარწმუნებული ვარ, რომ კონკრეტულ შედეგებს მოიტანს", - აცხადებს გენადი არველაძე.
 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics