2023-10-26 17:36:15, 569 ნახვა
საზოგადოება
გომელაური შოვზე - გამოძიება მიმდინარეობს - რომ გითხრათ, გამოიკვეთა ვინმეს ბრალეულობა, მოგატყუებთ
გამოძიება მიმდინარეობს - რომ გითხრათ, რომ გამოიკვეთა ახალი რამე, ვინმეს ბრალეულობა, მოგატყუებთ,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც გომელაურმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ერთი არასრულწლოვანის ცხედარს ამ დრომდე ეძებენ.
"სამწუხაროდ, ერთი არასრულწლოვანის ცხედარი ვერ ვიპოვეთ. ჯგუფები და ტექნიკა დღესაც მუშაობს. გამოძიება მიმდინარეობს - რომ გითხრათ, რომ გამოიკვეთა ახალი რამე, ვინმეს ბრალეულობა, მოგატყუებთ. ჯერჯერობით არაფერი ახალი არ გვაქვს",- თქვა გომელაურმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,