01:27 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-26 14:57:10, 551 ნახვა

საზოგადოება
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბაზები დაათვალიერეს

​აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლები და სამინისტროს პროგრამის „საგანმანათლებლო და სამეცნიერო პრაქტიკის დანერგვა“ სტუდენტები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზას ესტუმრნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ავრცელებს.

უწყების ცნობით, სტუმრებმა ქართული ვაზის კოლექცია დაათვალიერეს და იშვიათი ვაზისგან დაყენებული ღვინოები დააგემოვნეს.

„სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან წლებია წარმატებით ვთანამშრომლობთ და მუდმივად გვეძლევა შესაძლებლობა, სტაჟიორებს გავაცნოთ ცენტრის სადემონსტრაციო და ლაბორატორიული ბაზები, რომლებიც საუკეთესო ინფრასტრუქტურას წარმოადგენს. ჩვენი სტუდენტებისთვის და კურსდამთავრებულებისთვის, მსგავსი ტურები ხორციელდება სოფლის მეურნეობის დარგში, ქვეყანაში არსებული წარმატებული დაწესებულებების და მეურნეობების საქმიანობის გაცნობის, გამოცდილების გაზიარების და მათი კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით“, - აღნიშნა აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრარული განვითარების დეპარტამენტის, სოფლის მეურნეობის განყოფილების უფროსმა, ჯიმშერ დიასამიძემ.

ამავე აგროტურის ფარგლებში, წილკანში ნიადაგის ნაყოფიერების კვლევის ლაბორატორიის და მცენარეთა მიკროკლონური (IN VITRO) გამრავლებისა და უვირუსო სარგავი მასალის კვლევის სამსახურის ლაბორატორიის უფროსები, აგრარული და საბუნებისმეტყველო მიმართულების სტუდენტებს შეხვდნენ, სადაც ლაბორატორიის მუშაობა და მიმდინარე კვლევები გააცნეს.

ახალგაზრდა კადრების დაინტერესების, მოზიდვის, თანამედროვე სამეცნიერო მიღწევების და ტექნოლოგიების გაცნობა/გაზიარების და აგრარულ სფეროში მათი ჩართვის მიზნით, ცენტრის ბაზებზე რეგულარულად მიმდინარეობს სპეციალისტებთან, ასევე სტუდენტებთან შეხვედრები და ტრენინგები.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics