|
2023-10-26 14:17:36, 505 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - სამნიძემ და დეკანოიძემ თქვეს სიმართლე, რა სიმართლესაც ჩვენ ვლაპარაკობდით
ხათუნა სამნიძის და ხატია დეკანოიძის მოტივაცია არ ვიცი, გონება გაეხსნათ, თუ უკვე მიხვდნენ, რომ ძალიან მართლები ვართ და პოლიტიკურად წაგებული მხარის ნავიდან გადმოხტომა სცადეს, თუ რაღაცა მომენტში შუბლის ძარღვი არ გაიწყვიტეს და სიმართლე თქვეს. არ ვიცი, ეს რომელი მოტივით იყო ნაკარნახევი, თუმცა მათ თქვეს სიმართლე, რა სიმართლესაც ჩვენ ვლაპარაკობდით,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძემ ოპოზიციას მოუწოდა, "ბოლომდე თქვან სიმართლე და კონკრეტულად დაასახელონ, ვინ გამოირჩევა ქვეყნისთვის საწინააღმდეგო განცხადებებით" „მოვუწოდებთ მათ და არაერთ ოპოზიციონერს, რომელმაც ზუსტად იცის, რომ ავანგარდში ამ ქვეყნისთვის დამაზიანებელი მოქმედებებით არიან „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ნაცმოძრაობა“ და მათი გაერთიანებული მავნებლური ჯგუფი, პარტია „ლელო“, ნიკა გვარამია და ეს ხალხი და მოდი, ისიც თქვან, მათ ხომ იციან, მათ ხომ დაუსახელეს, ჩვენც ხომ გვაქვს ეს ინფორმაცია, ისინიც ხომ ხვდებიან, რომ ზუსტად ვიცით, კონკრეტულად ვინ გამოირჩევა ასეთი ქვეყნისთვის საწინააღმდეგო განცხადებებით. ბოლომდე თქვან მაშინ, თუ თავისი ქვეყნის წინაშე, თავისი სამშობლოს წინაშე ეს ვალდებულება მიიღეს მოცემულობად და თქვეს ნახევრად სიმართლე, ბოლომდე თქვან და დაადასტურონ რასაც მე ვლაპარაკობ, იმიტომ, რომ ეს ასეა ყველამ ვიცით და თქვან თეთრზე თეთრი, შავზე შავი ბოლომდე და არა ნახევრად. ვიღაცები დადიან. რა გაიგოს ხალხმა კი ოპოზიციის წარმომადგენლები ტოვებენ ქვეყანას და ამბობენ, რომ სტატუსი არ უნდა მივიღოთ, ამას ხომ ერთი წელია, ისედაც ვლაპარაკობთ ჩვენ, ახლა უბრალოდ მათი რიგებიდან დადასტურდა. ბოლომდე თქვან და იქნებიან მართლები ქვეყნის და ჩვენი ხალხის წინაშე“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)