00:48 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-26 13:49:48, 527 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე ზურაბიშვილზე - „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტია - თავის თანამოაზრეებსა და პოლიტიკურ თანამებრძოლებს რაზე ხვდება, აღარ არის საინტერესო

ორი „ნაცი“, სამი „ნაცი“ თუ ასი „ნაცი“ ერთმანეთს რაზე შეხვდება აწი, აღარ არის მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ქალბატონმა სალომემ აირჩია გზა რომელსაც ეწოდება "ნაცმოძრაობის" გზა, ის არის უკვე "ნაცმოძრაობის" პრეზიდენტი,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

კითხვაზე, რას ემსახურება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეხვედრები ოპოზიციის წარმომადგენლებთან, დიპლომატებთან და რა სამომავლო გეგმები შეიძლება ჰქონდეს მას, მდინარაძემ განაცხადა:

„უკვე ეს კითხვა შეგვიძლია განვიხილოთ ისე, რას ემსახურება ხაბეიშვილის და რომელიღაც მეორე „ნაცის“ შეხვედრები ერთმანეთთან. რას ემსახურება და კოორდინაციას, შიდა პარტიულ მავნებლურ გეგმებს და მის განხორციელებას. სალომე ზურაბიშვილის შეხვედრები „ნაცებთან“ აღარ არის უკვე პრეზიდენტის და „ნაცების“ [შეხვედრა].

ორი „ნაცი“, სამი „ნაცი“ თუ ასი „ნაცი“ ერთმანეთს რაზე შეხვდება აწი, აღარ არის მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ქალბატონმა სალომემ აირჩია გზა რომელსაც ეწოდება "ნაცმოძრაობის" გზა, ის არის უკვე "ნაცმოძრაობის" პრეზიდენტი. ჩვენგან, ანუ, ქართველი ხალხის უმრავლესობისგან, მას ლეგიტიმაცია არ აქვს. ხალხის არჩეულმა უმრავლესობამ მას უთხრა უარი იმ გეგმებზე, რასაც აკეთებს, შესაბამისად, დღეს არის „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი და თავის თანამოაზრეებს და პოლიტიკურ თანამებრძოლებს რაზე ხვდება, უკვე აღარ არის საინტერესო",- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics