00:49 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-26 12:50:24, 582 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი - ვავითარებთ ახალ პორტს ანაკლიაში, ეს არის ღრმაწყლოვანი პორტი და ეს პრიორიტეტია ჩვენთვის

ჩვენი მიზანია, რომ განვახორციელოთ ფართომაშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტები და ვავითარებთ ახალ პორტს ანაკლიაში, ეს არის ღრმაწყლოვანი პორტი და ეს პრიორიტეტია ჩვენთვის,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს იქნება შესაძლებლობა, რომ ყოველწლიურად 100 მლნ კონტეინერის გადაზიდვა მოხდეს.

„მნიშვნელოვანია, რომ ცოდნაზე დაფუძნებული ეკოსისტემაც არსებობდეს. ასევე, ეს, რა თქმა უნდა, აისახება ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობაზე. რა თქმა უნდა, უკვე შთამბეჭდავი არის ეს ყველაფერი და ჩვენი ქვეყნის პოზიცია უკვე სხვადასხვა ინდექსებით გამყარებულია, როგორიც არის  მაგალითად ბიზნესის კეთების სიმარტივე, მმართველობა ან კანონის უზენაესობა.

ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ როგორც რეგიონული ცენტრის პოზიციის ქვეყანა, ჩვენი მიზანი არის, რომ განვახორციელოთ ფართომაშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტები და ჩვენ ვავითარებთ ახალ პორტს ანაკლიაში, ეს არის ღრმაწყლოვანი პორტი და ეს არის პრიორიტეტი ჩვენთვის. ჩვენი, როგორც საზღვაო ქვეყნის კონკურენტუნარიანობისთვის და ეს მწვანე ველი თუ მწვანე სფერო ნამდვილად უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენ ღრმაწყლოვანი პორტი გვექნება, რომელიც შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე იქნება განთავსებული. ნამდვილად, ეს იქნება შესაძლებლობა იმის, რომ ყოველწლიურად 100 მლნ კონტეინერის გადაზიდვა მოხდეს",-  განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics