|
2023-10-26 12:39:17, 745 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - მზად ვართ, ვიმუშაოთ სომხეთსა და აზერბაიჯანთან, რათა სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობა საბოლოოდ დამკვიდრდეს
ჩემი მთავრობის მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივის მეშვეობით, ჩვენ მზად ვართ რომ ვიმუშაოთ ჩვენს მეზობლებსა და მეგობარ ქვეყნებთან, სომხეთსა და აზერბაიჯანთან, რათა საბოლოოდ დამკვიდრდეს გრძელვადიანი მშვიდობა სამხრეთ კავკასიაში,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, გრძელვადიანი მშვიდობა სარგებელს მოუტანს ყველა ქვეყანას, ფართომასშტაბიან ფარგლებში რეგიონს და ასევე, ქვეყნებს დამსახურებულ კეთილდღეობას შესძენს. "ჩემი მთავრობის მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივის მეშვეობით, ჩვენ მზად ვართ, რომ ვიმუშაოთ ჩვენს მეზობლებსა და მეგობარ ქვეყნებთან, სომხეთსა და აზერბაიჯანთან, რათა საბოლოოდ დამკვიდრდეს გრძელვადიანი მშვიდობა სამხრეთ კავკასიაში და დღეს მოხარული ვარ, რომ ვუმასპინძლო ჩემს ორივე ძვირფას კოლეგას, პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს და პრემიერ-მინისტრ ასადოვს. ზედმეტია იმის თქმა, რომ გრძელვადიანი მშვიდობა სარგებელს მოუტანს ჩვენს ყველა ქვეყანას, ფართომასშტაბიან ფარგლებში რეგიონს და ასევე ჩვენს ქვეყნებს დამსახურებულ კეთილდღეობას შესძენს",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)