18:39 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-25 19:34:20, 763 ნახვა

პოლიტიკა
ბოკერია - კანდიდატის სტატუსი ვერ გვიშველის, თუ ივანიშვილის პუტინისტურ რეჟიმს არ გამოვცვლით

კანდიდატის სტატუსი ვერ გვიშველის, თუ ივანიშვილის პუტინისტურ რეჟიმს არ გამოვცვლით, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ განაცხადა. 

ბოკერიას თქმით, ოპოზიციის შიგნით კანდიდატის სტატუსზე არსებული დისკუსია საქართველოს ინტერესების დამაზიანებელია, რადგან ის "ივანიშვილის პუტინისტური სულისკვეთების რეჟიმის პროპაგანდისთვის საჩუქარს წარმოადგენს".

„ჩვენი ქვეყნის მკაფიო უმრავლესობის პოზიციია და ისტორიული არჩევანია, რომ ვართ დასავლური ცივილიზაციის ნაწილი. ჩვენი ამოცანაა, რომ ვისარგებლოთ იმ  შესაძლებლობით, რომელიც იხსნება, გავითვალისწინოთ არსებული საფრთხეები, შინაარსობრივად გავხდეთ ევროპული ქვეყანა და ვიყოთ დაცულები, რასაც სჭირდება ნატოში გაწევრიანება, ამერიკასთან დაახლოება და ევროკავშირთან არსებითი დაახლოება. 

ასევე, მთელი ოპოზიცია ვამბობთ, რომ ეს ხელისუფლება ამ ამოცანით არ ხელმძღვანელობს, ამ რეჟიმს აქვს ერთადერთი ამოცანა - ივანიშვილისთვის ძალაუფლების შენარჩუნება ნებისმიერ ფასად, მათ შორის ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატის ხარჯზე. ასეთი ამოცანის მიღწევას სჭირდება მთავრობა, რომელსაც გააჩნია ეს მიზანი და ამისთვის ეფექტურად მუშაობს, მარტო ეგეც შეიძლება არ იყოს საკმარისი, თუ სხვა გარემოებებმაც არ შეგიწყო ხელი, ხოლო დღეს ასეთი ხელისუფლება ჩვენ ახლა არ გვყავს“, - განაცხადა ბოკერიამ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics