01:26 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-25 15:57:02, 755 ნახვა

საზოგადოება
Meduza - უკრაინიდან რუსეთში გატაცებულ 7 ყოფილ პატიმარს საქართველოში არ უშვებენ

საქართველოში არ უშვებენ უკრაინელ ყოფილ პატიმრებს, რომლებიც 2022 წლის შემოდგომაზე რუსეთმა ხერსონიდან იძულებით რუსულ კოლონიებში გადაიყვანა, სასჯელის ვადის გასვლის შემდეგ კი, მათი დეპორტაცია მოახდინა და 8 წლით რუსეთში შესვლა აუკრძალა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Meduza ავრცელებს.

Meduza-ს ცნობით, საუბარია შვიდ ადამიანზე, რომელთაგან ოთხს უკრაინული პასპორტი, ხოლო სამს მხოლოდ რუსეთის კოლონიებიდან გათავისუფლების მოწმობა აქვს.

როგორც გამოცემას ორგანიზაცია Volunteers Tbilisi-ში განუცხადეს, შვიდკაციანმა ჯგუფმა ზემო ლარსიდან საზღვრის გადმოკვეთა 11 ოქტომბერს სცადა, თუმცა, მესაზღვრეებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს, რადგან ქართული მხარე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხს ელოდება.

"ყველა ჩვენგანი უკრაინის მოქალაქეა და ჩვენ მხოლოდ სახლში დაბრუნება გვსურს", - განუცხადა ბუფერულ ზონაში მყოფმა ერთ-ერთმა ყოფილმა პატიმარმა Meduza-ს.

გამოცემის ცნობითვე, უკრაინის მოქალაქეებმა დახმარებისთვის უკრაინის საელჩოს საქართველოში, გაეროსა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართეს, თუმცა ამ დრომდე პრობლემა არ მოგვარებულა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics