17:19 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-25 14:23:38, 1039 ნახვა

რეგიონი
რიჟვაძე - გაზრდილი ბიუჯეტით 95 სკოლის რეაბილიტაცია და ახლის მშენებლობაა დაგეგმილი, ასევე 80-ზე მეტი სკოლა აღიჭურვება თანამედროვე ინვენტარით

აჭარის გაზრდილი ბიუჯეტით 95 სკოლის რეაბილიტაცია და ახლის მშენებლობაა დაგეგმილი, ასევე 80-ზე მეტი სკოლა აჭარაში აღიჭურვება ახალი თანამედროვე ინვენტარით,- ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

რიჟვაძის თქმით, გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში ეფექტურად განხორციელდება ყველა დაგეგმილი საგანმანათლებლო პროექტი, გაგრძელდება ახალი საგანმანათლებლო სივრცეების მშენებლობა, სტუდენტთა და პედაგოგთა მხარდაჭერის პროგრამები.

"ახალი ბიუჯეტით 95 ზე მეტის სკოლის რეაბილიტაცია და ახლის მშენებლობა განხორციელდება. ასევე, 80-ზე მეტი სკოლა აჭარაში აღიჭურვება ახალი თანამედროვე ინვენტარით, ჩვენ გავაგრძელებთ სტუდენტების და პედაგოგების მხარდაჭერას. ამოქმედდება ახალი პროგრამა პედაგოგთა მხარდაჭერის კუთხით, განსაკუთრებით ეს ეხებათ პედაგოგებს, რომლებიც რაიონებში ეწევიან საქმიანობას და მათ მიეცემათ ყოველთვიური დანამატი 500 ლარის ოდენობით",- ამბობს რიჟვაძე.

მისივე თქმით, 2024 წელს განხორციელდება 95-ზე მეტი საჯარო სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოები, მათ შორის, ბათუმში 9 საჯარო სკოლის ძირითადი ან დამატებითი შენობა აშენდება, რისთვისაც 37 000 000 ლარი დაიხარჯება.

როგორც რიჟვაძე აცხადებს, გაგრძელდება სტუდენტთა მხარდაჭერის პროგრამები - 1 500 სტუდენტს დაუფინანსდება სწავლა და სტაჟირება საზღვარგარეთ, სპორტის განვითარების ხელშეწყობისა და პოპულარიზაციისთვის კი, განახლებული ბიუჯეტის ფარგლებში, 7 175 000 ლარია გათვალისწინებული.

"იზრდება სპორტის მიმართულებით დაფინანსება. ინფრასტრუქტურის ჭრილში 37 მლნ ლარზე მეტია გათვალისწინებული ყველა მუნიციპალიტეტში ახალი სპორტული ინფრასტრუქტურის შესაქმნელად. ასევე, ბათუმში განახლდება საცურაო აუზისა და ყინულის მოედნის მშენებლობა. ახალი სპორტული მოედნები დაემატება რიგ მუნიციპალიტეტებს. ასევე, სპორტული ფედერაციები უკვე გაზრდილი ბიუჯეტით ისარგებლებენ, რაც შეეხება სპორტსმენების წახალისებას. ამ მიმართულებითაც გაიზარდა საპრიზო ფონდი მილიონი ლარით. შესაბამისად, ყველა გამარჯვებული სპორტსმენი და მათი მწვრთნელები, როგორც ოლიმპიადებზე, ასევე ევროპის მსოფლიო ჩემპიონატებზე, ისარგებლებენ გაზრდილი საპრიზო ფონდით", - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

მისივე ინფორმაციით, 2024 წელს 42 ფედერაციის სპორტული ღონისძიება დაფინანსდება. ერთჯერადი ჯილდოების სახის გაიცემა 1 000 000 ლარი. აჭარის ნაკრები გუნდების წევრთა და მათ პირად მწვრთნელთა სტიპენდია 200 000 ლარი იქნება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანია აგროტექნომ ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი - Weitai შემოიყვანა
ცოფის შემთხვევის დაფიქსირების გამო, წალკაში კარანტინი გამოცხადდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით ფულის გლობალური კვირეულისადმი მიძღვნილი ნახატების კონკურსი "ჩემი რეგიონი - ჩემი ბანკნოტი" დასრულდა
RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics