|
2023-10-25 12:51:32, 622 ნახვა
პოლიტიკა
ბჟანია რუსულ ბაზაზე - იმედი მაქვს, საქართველოს ხელისუფლება თავშეკავებას და პრაგმატულობას გამოიჩენს
იმედი მაქვს, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება გამოიჩენს თავშეკავებას და პრაგმატულობას, რადგან არა მგონია, რომ მათთვის ახლა ომი სარგებლის მომტანი იყოს, - ამის შესახებ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული ფლოტისთვის ბაზის განთავსებაზე საუბრისას განაცხადა. ბჟანიას თქმით, უკრაინას რუსეთისთვის "დესტაბილიზაციის სარტყლის" შექმნა სურს, რომელიც ხელს კონფლიქტის გაღვივებას შეუწყობს. "ზელენსკისა და მის უკან მდგარ ძალებს, ცხადია, სურთ კავკასიაში სამხედრო სიტუაციის პროვოცირება და ჩვენს რეგიონში ახალი სისხლისმღვრელი ომის გაჩაღება. უკრაინის ხელისუფლება ცდილობს, გაზარდოს კონფლიქტის მონაწილეთა გეოგრაფია და შექმნას “დესტაბილიზაციის სარტყელი” რუსეთის ფედერაციის გარშემო. თუმცა, მათ არ აღელვებთ ის, რომ ომის შედეგად შეიძლება მშვიდობიანი მოქალაქეები, ბავშვები, ქალები და მოხუცები დაიღუპონ. მე იმედი მაქვს, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება გამოიჩენს თავშეკავებას და პრაგმატულობას, რადგან არა მგონია, რომ მათთვის ახლა ომი იყოს სარგებლის მომტანი. აქვე ვიტყვი, რომ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა იქნება უზრუნველყოფილი როგორც ჩვენი შეიარაღებული ძალების, ასევე ჩვენი მოკავშირეების მიერ",- განაცხადა ბჟანიამ. ცნობისთვის, გუშინ, 24 ოქტომბერს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპიკერმა, ვადიმ სკიბიცკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა შავი ზღვის ფლოტის გემების ანექსირებული ყირიმიდან საქართველოს ოკუპირებულ ქალაქ ოჩამჩირეში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და განაცხადა, რომ რუსეთის ლიდერი იძულებული გახდა, გამოეცხადებინა შავი ზღვის ფლოტის ახალი ბაზის შექმნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ანუ ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, რაც შეიძლება შორს უკრაინული რაკეტებისგან და საზღვაო თვითმფრინავებისგან, თუმცა უკრაინა მტერს "ყველგან მიწვდება". მანამდე, 5 ოქტომბერს, დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ გამოცემა Известия-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ოკუპირებულ ოჩამჩირეში რუსეთის საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა გაიხსნება. ინფორმაციას გამოეხმაურნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში და თქვეს, რომ "შეშფოთებას გამოთქვამენ სოხუმში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის განცხადებებთან დაკავშირებით საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის დამატებითი სამხედრო ბაზის განლაგების და რუსეთის მიერ ინიცირებულ ინტეგრაციულ პროცესებში საქართველოს განუყოფელი აფხაზეთის რეგიონის ჩართვის შესახებ".
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)