|
2023-10-25 11:45:15, 783 ნახვა
სამართალი
ელექტროშოკური მოწყობილობით უკანონო თევზჭერის 5 ფაქტი გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშომლებმა ელექტროშოკური მოწყობილობით უკანონო თევზჭერის 5 ფაქტი გამოავლინეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, სამართალდარღვევები გამოვლენილია ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთსა და შიდა ქართლში. "მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკალის მიმდებარედ, მდინარე დებედას კალაპოტში, მოქალაქეები ელექტროშოკური მოწყობილობისა და მოსასმელი ბადის გამოყენებით ახდენდნენ უკანონო თევზჭერას. სამართალდამრღვევებს მოპოვებული ჰქონდათ 1 კგ-მდე სხვადასხვა სახეობის თევზი. ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის მიმდებარედ, მდინარე მტკვარზე, მოქალაქეს, თევზჭერის აკრძალული საშუალების - ელექტროშოკური მოწყობილობის გამოყენებით, უკანონოდ ჰქონდა მოპოვებული 7,280 კგ სხვადასხვა სახეობის თევზი. ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ამაღლებაში, მოქალაქე, მდინარე რიონზე ახდენდა თევზჭერას ელექტროშოკური მოწყობილობის გამოყენებით. ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის, ასევე ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გომის მიმდებარედ, მდინარე მტკვრის კალაპოტში, მოქალაქეები, გასაბერი ნავებიდან თევზჭერისას, ასევე იყენებდნენ ელექტროშოკურ მოწყობილობებს. უკანონოდ მოპოვებული თევზი, ასევე ნავები და თევზჭერის აკრძალული საშუალებები დაილუქა. სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია",- აღნიშნულია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციაში.
კმარა სუნთქვა აღარ შეგვიძლია - თურქეთში ათასობით ადამიანი ჟურნალისტების დაკავებების წინააღმდეგ გამოვიდა
სეს: სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
კობახიძე ღია რუსული პარტიების აკრძალვაზე უკრაინაში - პარტიების აკრძალვაზე არავის უთქვამს, რომ დემოკრატიის პრინციპს შეიძლება უკავშირდებოდეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)