|
2023-10-24 18:09:07, 768 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი - მოსკოვი სასიცოცხლოდაა დაინტერესებული აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ახალი სამხედრო დაპირისპირების კერის გაღვივებით
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აზერბაიჯანისა და სომხეთის მოსახლეობას მიმართავს. როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, მოსკოვი სასიცოცხლოდაა დაინტერესებული აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ახალი სამხედრო დაპირისპირების კერის გაღვივებით, რათა ამ ყველაფრის შედეგად კიდევ უფრო აქტიურად ჩაერიოს რეგიონის პოლიტიკაში. "ჩემი მიმართვა აზერბაიჯანის და სომხეთის მოსახლეობას: მოსკოვი სასიცოცხლოდაა დაინტერესებული აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ახალი სამხედრო დაპირისპირების კერის გაღვივებით, რათა ამ ყველაფრის შედეგად კიდევ უფრო აქტიურად ჩაერიოს რეგიონის პოლიტიკაში და ასევე განათავსოს თავისი ჯარის დამატებითი შენაერთები, საქმე ეხება სატრანსპორტო დერეფანს აზერბაიჯანს და მის ტერიტორიას - ნახიჩევანს შორის, კრემლი მხარეებს უბიძგებს ამ საკითხის სამხედრო გზით გადაწყვეტისკენ, სურს რა დააზარალოს აზერბაიჯანის საერთაშორისო პოზიციები, შეცვალოს მთავრობა ერევანში და ამ დერეფანში ჩააყენოს თავისი "მესაზღვრეები". სინამდვილეში, მსოფლიოში არსებობს მსგავსი საკითხების მოგვარების ბევრად უფრო უმტკივნეულო და პოზიტიური გამოცდილებები, ერთ-ერთია გზის არენდის ხელშეკრულება მოლდოვასა და უკრაინას შორის, როდესაც ოდესის გუბერნატორი ვიყავი, ქალაქ ოდესიდან დუნაისპირეთში მოგზაურობისას გავდიოდი უკრაინის მიერ მოლდოვას ტერიტორიაზე არენდირებულ გზის მონაკვეთს, ეს მონაკვეთი კონტროლდება უკრაინელი მესაზღვრეების მიერ და მე ის დანარჩენ გზატკეცილთან ერთად, ფუნდამენტურად განვაახლე, მოლდოვა ამ გზის გაქირავებით იღებდა დიდ ეკონომიკურ შეღავათს, ზუსტად ასევე შეიძლება მოიქცნენ სომხეთი და აზერბაიჯანი თუ მიღწეული იქნება გზის არენდის ხელშეკრულება, ამით სომხეთს შეუძლია მიიღოს დიდი შემოსავალი და ასევე გავიდეს დიდ საერთაშორისო მარშრუტებზე, გახდეს მნიშვნელოვანი სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბი, ორივე მხარე ამ გზით თავიდან აიცილებს ომს, რუსების განლაგებას და ეს შეთანხმება შეიძლება გახდეს მომავალი სამშვიდობო ხელშეკრულების მნიშვნელოვანი ნაწილი", - წერს მიხეილ სააკაშვილი.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)