01:43 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-24 16:18:48, 567 ნახვა

პოლიტიკა
თალაკვაძე - ძვირფასო პარტნიორებო, დროა გადადგათ ქმედითი ნაბიჯები უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას ევროპულ ოჯახში მისაღებად

ძვირფასო პარტნიორებო, დროა გადადგათ შემდგომი ქმედითი ნაბიჯები უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას ევროპულ ოჯახში მისაღებად. მხოლოდ ეს არის რეალური გარანტია იმისა, რომ ახალი თაობები იცხოვრებენ მშვიდობიან და უსაფრთხო რეგიონში. ჩვენ უკვე გავაკეთეთ არჩევანი ევროინტეგრაციისკენ და ჩვენი ქვეყნები ევროპასთან საერთო ღირებულებების, სტაბილურობისა და თანამშრომლობისკენ ისწრაფვიან. უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ უნდა მიიღონ მკაფიო საგზაო რუკა ევროკავშირის წევრობისთვის. ჩვენ ერთად, შეგვიძლია ვიყოთ უფრო ძლიერი ევროპა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა, არჩილ თალაკვაძემ ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის მეორე საპარლამენტო სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, სამიტში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის მონაწილეობა კიდევ ერთხელ ცხადყოფს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას უკრაინელი ხალხის მიმართ.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, უკრაინაში სრულმასშტაბიანი და უკანონო შეჭრიდან ორი წლის შემდეგ, საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად უკრაინელი ხალხის გვერდით დგომას განაგრძობს.

მისივე თქმით, "საქართველო უკრაინასთან დაკავშირებით ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებასა და პოლიტიკურ რეზოლუციას შეუერთდა, მიაწოდა ჰუმანიტარული დახმარება, კოლეგების მხარდასაჭერად საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ კიევში, ასევე სოლიდარობის გამოსახატად - ბუჩასა და ირპინში, სადაც რუსეთის სამხედრო აგრესიის "შოკისმომგვრელი შედეგები იხილეს".

„პირველივე წუთებიდან, ჩვენ კარი გავუღეთ და გულით შევეგებეთ ყველა უკრაინელს, ვისაც ომის შედეგად ქვეყნის დატოვება მოუხდა. უკრაინელი ლტოლვილები საქართველოში სარგებლობენ იგივე შეღავათებით, როგორც ქართველი იძულებით გადაადგილებული პირები. ჩვენ გავხსენით სკოლები უკრაინელი ბავშვებისთვის, სადაც ისინი სწავლას აგრძელებენ მშობლიურ ენაზე",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

გარდა ამისა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ განაცხადა, რომ 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის შემდეგ, "ეს ომი განმეორებით შეგვახსენებს, რომ როდესაც ერთი ქვეყნის სუვერენიტეტს ემუქრება საფრთხე, ყველას უსაფრთხოება რისკის ქვეშ დგება".

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა თავად არის ეგზისტენციალური საფრთხის ქვეშ და ჩვენი ორი, ისტორიული რეგიონი რჩება რუსეთის მიერ ოკუპირებული, ჩვენ ვასრულებთ ვალდებულებებს მეგობრების წინაშე, როგორც ქართველი, ისე უკრაინელი ხალხის სახელით. საქართველოს მხარდაჭერა უკრაინისადმი უპირობოა და გრძელდება. ამიტომ, ჩვენ აქ ვართ, არა მხოლოდ სხვადასხვა ერის წარმომადგენლები, არამედ როგორც ერთი ხმა და ერთი მთლიანი ოჯახი - დროა, ვაჩვენოთ ძალა, რომელიც ჩვენს დემოკრატიებს გააჩნია",- თქვა თალაკვაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics