01:41 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-24 15:43:06, 657 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს შეხვდა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის, ანა წითლიძის განცხადებით, შეხვედრის მთავარი თემა კანდიდატის სტატუსი იყო. 

“შეხვედრაზე ყველა საპარლამენტო ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი იყო. განხილვის მთავარი თემა იყო კანდიდატის სტატუსი და რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ ამ დარჩენილ მოკლე დროში, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ჩვენ ასევე მიმოვიხილეთ არსებული პოლიტიკური მდგომარეობა ქვეყანაში, ვისაუბრეთ რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილებაზე, რომელიც საქართველოს პარლამენტშია წარდგენილი, მათ შორის, მედიის წინააღმდეგ კანონზე, ჩვენ ჩვენი არგუმენტები გვქონდა, რატომ არის ეს კანონი პრობლემური. ეს მოვახსენეთ საქართველოს პრეზიდენტს, მაგრამ მთავარი თემა იყო კანდიდატის სტატუსი.

პრეზიდენტის პოლიტიკურ და საარჩევნო გეგმებთან დაკავშირებით ამ შეხვედრაზე საუბარი არ ყოფილა. საუბარი უკავშირდებოდა იმას, რომ ძალიან მალე უნდა მივიღოთ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით პასუხი და დარჩენილ დღეებში რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ იმისთვის, რომ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ამ საკითხს დამატებითი ლეგიტიმაცია მივცეთ. ეს იყო მთავარი თემა, არანაირ სხვა პოლიტიკურ გეგმებზე საუბარი არ ყოფილა. ის ისეა მოტივირებული როგორც ჩვენ, რომ ამ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი უნდა მიიღოს“, - განაცხადა წითლიძემ.

როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ თქვა, საქართველოს პრეზიდენტი არ აპირებს, რომ დაემორჩილოს "რუსეთის და მათი მოკავშირე ხელისუფლების მცდელობებს, რომ ჩავარდეს ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის პერსპექტივა".

"სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა, რომ ევროკომისიის 8 ნოემბრის ანგარიშში ვერ იქნება მოწოდება, რომ კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს ქვეყანას, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ ჩააგდო ყველა მოთხოვნის შესრულებას.

ის არ აპირებს რომ დაემორჩილოს რუსეთის და მათი მოკავშირე ხელისუფლების მცდელობებს, რომ ჩავარდეს ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის პერსპექტივა, ამ თვალსაზრისით, პრეზიდენტი აპირებს რომ გააგრძელოს შესაბამისი მოქმედება ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად, როგორ, ამას გაგაცნობთ თავად", - განაცხადა სამადაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics