|
2023-10-24 13:03:53, 2009 ნახვა
პოლიტიკა
უკრაინის დაზვერვა - კრემლმა მიიღო გადაწყვეტლება, რომ შავი ზღვის ფლოტის გემები ოკუპირებულ ოჩამჩირეში გადაიყვანოს
რუსეთმა შავი ზღვის ფლოტის გემების ანექსირებული ყირიმიდან საქართველოს ოკუპირებულ ქალაქ ოჩამჩირეში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპიკერმა, ვადიმ სკიბიცკიმ განაცხადა. როგორ სკიბიცკი ამბობს, თავდაპირველად, რუსებმა გემების ნაწილი ნოვოროსიისკში გადაიყვანეს, თუმცა "იქაური პატარა პორტი ვერ იტევს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ყველა გემს, ამიტომ კრემლმა გადაწყვიტა, ამ მიზნისთვის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორია გამოეყენებინა". სკიბიცკის თქმით, რუსებმა ოკუპირებულ ოჩამჩირეში პორტის ინფრასტრუქტურა აღადგინეს და ფსკერის გაღრმავების სამუშაოებიც ჩაატარეს. "ქალაქ ოჩამჩირეში, აფხაზეთში მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები. რუსებმა იქ ფსკერის გაღრმავების სამუშაოები ჩაატარეს, პორტის ინფრასტრუქტურა განაახლეს, რათა აქ განლაგებული სამხედრო ხომალდები უზრუნველყოფილი იყოს, თუმცა ეს მაინც პატარა ადგილი იქნება", - განაცხადა სკიბიცკიმ. ცნობისთვის, 5 ოქტომბერს, დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ გამოცემა Известия-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ოკუპირებულ ოჩამჩირეში რუსეთის საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა გაიხსნება. ინფორმაციას გამოეხმაურნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში და თქვეს, რომ "შეშფოთებას გამოთქვამენ სოხუმში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის განცხადებებთან დაკავშირებით საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის დამატებითი სამხედრო ბაზის განლაგების და რუსეთის მიერ ინიცირებულ ინტეგრაციულ პროცესებში საქართველოს განუყოფელი აფხაზეთის რეგიონის ჩართვის შესახებ".
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)