|
2023-10-24 12:54:10, 941 ნახვა
ეკონომიკა
აბრეშუმის გზის ფორუმში მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის ინფრასტრუქტურის რეგიონალური დირექტორი მონაწილეობს
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ერთ-ერთ სადისკუსიო პანელში, რომელიც 26 ოქტომბერს, სასტუმრო "რედისონში" გაიმართება, მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის ინფრასტრუქტურის რეგიონალური დირექტორი ჩარლზ ჯეი კორმიერი მონაწილეობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, პანელს სახელწოდებით Meaningful Connectivity Enabler for Global Growth მოდერატორობას გაუწევს ნიშა პილაი, რომელიც წლების განმავლობაში BBC World News-ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი სახე და Asia Today-ის წამყვანი იყო. "ჩარლზ ჯეი კორმიერს მსოფლიო ბანკში მუშაობის 22 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. როგორც ევროპისა და ცენტრალური აზიის ინფრასტრუქტურის რეგიონალური დირექტორი, კორმიერი მართავს 11 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების პორტფელს ენერგეტიკული უსაფრთხოების, ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის, ციფრული სერვისების, ინფრასტრუქტურისა და დეკარბონიზაციის მხარდამჭერი პროექტების მიმართულებით. შეგახსენებთ, რომ 26-27 ოქტომბერს თბილისში აბრეშუმის გზის ფორუმი გაიმართება, რომელშიც მსოფლიოს 60-მდე ქვეყნის 2000-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობს, მათ შორის მაღალი რანგის სტუმრები როგორც სამთავრობო, ისე კერძო სექტორიდან. ფორუმს 26 ოქტომბერს, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთისა და მონტენეგროს პრემიერ-მინისტრები ოფიციალურად გახსნიან, რის შემდეგაც გაიმართება პანელური დისკუსიები სახელწოდებით "ვაჭრობა მომავლისთვის" (Trade4Future) და "შუა დერეფანი" (The Middle Corridor in the Spotlight.) რაც შეეხება სხვა მაღალი დონის პანელებსა და სესიებს, ისინი ორი დღის განმავლობაში სასტუმრო "ბილტმორსა" და "რედისონში" ჩატარდება. აბრეშუმის გზის ფორუმზე დასწრება მხოლოდ წინასწარ რეგისტრირებულ პირებს შეეძლებათ",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)