|
2023-10-24 10:47:56, 985 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისის“ მხარდაჭერით ტექნოლოგიური ღონისძიება Agile Summit გაიმართება
31 ოქტომბერს რესპუბლიკაში Agile mentor-ის ორგანიზებით, ეჯაილის მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება Agile Summit გაიმართება. „თიბისის“ მხარდაჭერით მთავარი გამომსვლელი, „ეჯაილ მანიფესტოს" თანაავტორი, დოქტორ ალისტერ ქობერნი იქნება, რომელიც ღონისძიებას დისტანციურად ჩაერთვება. ღონისძიების მთავარი აქცენტი წელს Heart of Agile იქნება, თუ როგორ შეიძლება ეჯაილ იდეები და ტექნიკები მოვარგოთ ნებისმიერი სახის ინიციატივებს ყველა ინდუსტრიაში და არამხოლოდ - სოფთვეარ დეველოპმენტში. ღონისძიებაზე დამსწრეებს საშუალება ექნებათ დაუსვან კითხვები ეჯაილ მანიფესტოს თანაავტორს, ჩაერთონ ნეთვორქინგში, გაიცნონ ეჯაილ პრაქტიკოსები და დაინტერესებული პროფესიონალები სხვადასხვა ინდუსტრიიდან, როგორიცაა საერთაშორისოდ ცნობილი ეჯაელ ექსპერტი- ანტონ მარკი. ღონისძიების დასკვნითი ნაწილი დაეთმობა პანელურ დისკუსიას, რომელზეც ქართული ტექნოლოგიური კომპანიები დანერგილ ეჯაილ გამოცდილებას გააზიარებენ. ღონისძიების მთავარი სპიკერი, დოქტორი ალისტერ ქობერნი, 2020 წელს დასახელდა „ყველა დროის 42 უდიდეს სოფთვეარ პროფესიონალს" შორის, როგორც მსოფლიო დონის ექსპერტი მეთოდოლოგიებში, პროექტების მენეჯმენტში, სოფთვეარ არქიტექტურაში, ე.წ. use case-ებსა და ეჯაილ დეველოპმენტში. „თიბისისთვის“, როგორც ტექნოლოგიური კომპანიისთვის მნიშვნელოვანია ეჯაილ პროცესების და მასზე ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების მხარდაჭერა. ღონისძიებაზე დამსწრეების მსურველებს რეგისტრაცია შეუძლიათ გაიარონ ბმულზე.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)