|
2023-10-23 21:54:53, 583 ნახვა
პოლიტიკა
ლევან დავითაშვილმა საქართველოს მთავრობის სახელით უნგრელ ხალხს უნგრეთის ეროვნული დღე მიულოცა
ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს მთავრობის სახელით უნგრეთის ეროვნული დღე მიულოცა უნგრეთის ელჩს საქართველოში ანა მარია შიკოს და მთელ უნგრელ ხალხს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საქართველო აფასებს უნგრეთთან წლების განმავლობაში დამყარებულ ხანგრძლივ და მტკიცე პარტნიორობას. „უნგრეთი საქართველოს საიმედო და ძლიერი პარტნიორია ქართველი ხალხის სწრაფვაში, გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. მრავალი თვალსაზრისით საქართველო თავისი წინსვლის დიდ ნაწილს უმადლის იმ მუდმივ და არსებით მხარდაჭერას, რომელსაც უნგრეთის მთავრობა უწევდა საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა სფეროებში", - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა. ლევან დავითაშვილმა თავის გამოსვლაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში ქვეყნებს შორის განსაკუთრებით ინტენსიური, აქტიური თანამშრომლობა და მაღალი დონის დიალოგი შედგა, მათ შორის უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში. რაც შეეხება სავაჭრო-ეკონომიკურ პარტნიორობას, ვიცე-პრემიერის თქმით, მიუხედავად პოზიტიური დინამიკისა, ამ მიმართულებით განვითარების კიდევ დიდი პოტენციალი არსებობს, მათ შორის საინვესტიციო თანამშრომლობის კუთხით. „მნიშვნელოვანია აღინიშნოს საინვესტიციო თანამშრომლობის გააქტიურების აუცილებლობა, სადაც კერძო სექტორის აქტიური მონაწილეობა გადამწყვეტია. ამ კონტექსტში მინდა ხაზი გავუსვა „საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ" ხელშეკრულებას, რომელიც მომზადების დასკვნით ეტაპზეა და ხელმოწერა უახლოეს მომავალში იქნება შესაძლებელი. დარწმუნებული ვარ, დოკუმენტის ხელმოწერა დამატებით სტიმულს მისცემს უნგრულ ბიზნესს და ინვესტორებს, დაინტერესდნენ ქართული საინვესტიციო შესაძლებლობებით", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. საქართველო-უნგრეთს შორის თანამშრომლობის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მაგალითად ლევან დავითაშვილმა ჩვენს ქვეყანაში უნგრული კომპანია Wizz Air -ის საქმიანობა მოიყვანა - 2022 წლის მონაცემებით, კომპანია საქართველოს საავიაციო ბაზარზე გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით პირველ ადგილს იკავებს. 2023 წლის 1 დეკემბრიდან კი მეოთხე საჰაერო ხომალდით ოპერირებად ევროპული მიმართულებების სიას კიდევ ერთი ახალი მიმართულება - კოპენჰაგენი დაემატება. ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველო და უნგრეთი ასეთივე წარმატებულად თანამშრომლობენ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე მუშაობის პროცესში. „კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო ჩვენი მზადყოფნა შევიტანოთ მნიშვნელოვანი წვლილი რეგიონში ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და სატრანზიტო პროექტების განვითარებაში. აღსანიშნავია, რომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის წარმატებით განხორციელება, სადაც საქართველო და უნგრეთი ასრულებენ განუყოფელ როლს, დიდ გავლენას მოახდენს ენერგორესურსების დივერსიფიკაციაზე როგორც უშუალო, ისე ფართო ევროპულ რეგიონში", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)