2023-10-23 17:13:16, 984 ნახვა
მსოფლიო
ღაზაში დაღუპულთა რიცხვმა 5 000-ს გადააჭარბა
ღაზას სექტორში 7 ოქტომბრის შემდეგ დაღუპულთა რიცხვი 5 087-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას nbcnews-ი პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაღუპულთაგან 2 055 ბავშვი, ხოლო 1 119 ქალია.
უწყების ცნობითვე, ისრაელის საპასუხო იერიშების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 15 200-ია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,