2023-10-23 17:03:16, 770 ნახვა
მსოფლიო
IDF - 7 ოქტომბრის შემდეგ, ტერორიზმისთვის ძებნილი 800 პირის დაკავება მოხდა
ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ცნობით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ტერორიზმისთვის ძებნილი 800 პალესტინელი, მათ შორის 500-ზე მეტი "ჰამასთან" დაკავშირებული პირი დააკავს.
IDF-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მხოლოდ გასულ ღამეს ისლამისტური დაჯგუფების 37 წევრი აიყვანეს.
როგორც BBC წერს, გასული ორი კვირის განმავლობაში დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის თავდაცვის ძალებსა და პალესტინელებს შორის მრავალი შეტაკება მოხდა. ასევე, იყო რამდენიმე ტერორისტული თავდასხმის მცდელობაც.
ავტორი: ექსპრესნიუსი,