14:51 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-23 15:02:36, 1054 ნახვა

მსოფლიო
ღაზას სექტორში ეგვიპტიდან ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული სატვირთო მანქანების მესამე კოლონაც შევიდა

ღაზას სექტორში ეგვიპტიდან ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული სატვირთო მანქანების მესამე კოლონაც შევიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

CNN-ის ცნობით, 21 ოქტომბრიდან დღემდე ღაზაში საკვებით, წყლით, მედიკამენტებითა და სამედიცინო აღჭურვილობით დატვირთული 34 სატვირთო მანქანა შევიდა.

როგორც CNN უფლებადამცველ ჯგუფებზე დაყრდნობით წერს, ღაზაში დახმარების შეტანას მიესალმებიან, თუმცა ის არასაკმარისია 2 მილიონზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქისთვის, რომლებიც მუდმივი საჰაერო დაბომბვის ფონზე უწყლოდ და საკვების გარეშე დარჩენის სერიოზული საფრთხის წინაშე დგანან.

ცნობისთვის, დღეს, 23 ოქტომბერს ღაზას სექტორში ეგვიპტიდან ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული სატვირთო მანქანების მეორე კოლონა შევიდა.

მანამდე, 21 ოქტომბერს, რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა და ღაზაში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა.

აღსანიშნავია, რომ მანამდე, ეგვიპტე უარს ამბობდა, კორიდორი გაეხსნა პალესტინელი ლტოლვილებისთვის, რომლებიც ღაზას სექტორის დატოვებას ცდილობდნენ. ამასთან, ოფიციალური კაირო აშშ-სთან ღაზას სექტორის მცხოვრებლებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად დერეფნის გახსნას განიხილავდა.

ამასთან, 18 ოქტომბერს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი არ დაუშვებს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას მისი ტერიტორიიდან ღაზას სექტორისთვის, სანამ არ გათავისუფლდებიან ტერორისტული ჯგუფების მიერ გატაცებული მძევლები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
გახარია საქართველოსთვის: ოპოზიციური ალიანსი „ოცნების“ პოლიტიკას უწყობს ხელს
თიბისის საერთაშორისო აღიარება - ყველაზე ინოვაციური ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
მეუფე ნიკოლოზი - კანდიდატი კი იქნება მოსაყდრე, მაგრამ რამდენ ხმას მოაგროვებს, ამ წუთას არავინ არ იცის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics